"ჩვენს პლატფორმაზე, ტანსაცმლის თუ სხვა ნებისმიერი ნივთის შეძენა მომხმარებელს შეუძლია, მაგრამ ადგილზე მიტანა გაჩერებულია”, - ამბობს BM.GE-ისთან “Phubber”-ის ერთ-ერთი დამფუძნებელი.
გიორგი ჩუგოშვილის თქმით, ერთი წლის სტარტაპისთვის, როგორიც “Phubber”-ია, 15 000-ლარიანი ჯარიმა ნიშნავს ბიზნესის შეწყვეტას, ამიტომ ამ ეტაპზე მოლოდინის რეჟიმში არიან და ადგილზე პროდუქციის მიტანას ვერ ახორციელებენ. „ჩვენ ვართ „ფაბერი“… ვართ მოლოდინის რეჟიმში. გვინდა და გვჭირდება მუშაობა. ძალიან!”, - წერს ის სოციალურ ქსელში.
მისივე თქმით, კომპანია დისტანციურ სამუშაო რეჟიმზე მაქსიმალურად იყო გადაწყობილი.
“ფაბერის” ყველა თანამშრომელი მუშაობს სახლიდან, შესაბამისად, პროდუქციის ხარისხის კონტროლიც ხდება დისტანციურად. “ფაბერზე” დარეგისტრირებული გამყიდველებიც აქტიურად გვემუშავებიან და გვეხმარებიან, შეძლებისდაგვარად, პროდუქციის ბევრ ფოტოს ტვირთავენ და ელექტრონულად ჩვენს მენეჯერს ყველაფერს აწვდიან. ჩვენ პრინციპულად გვინდა, რომ ყველა ნივთი მოვიდეს ოფისში, რათა გაიაროს დეზინფექცია, ოფისში კი, ამ კუთხით მხოლოდ ერთი ადამიანი მუშაობს, გვესმის ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობა და ამიტომ გვინდა, რომ ჩვენი მომხმარებლები ყველანაირი რისკისგან დავიცვათ.
პლატფორმაზე ყიდვა შესაძლებელია, მაგრამ გავაჩერეთ მიტანა, რადგან ჩვენთვის 15 000-ლარიანი ჯარიმა ნიშნავს ბიზნესის დახურვას. ინდივიდუალურად ვემუშავებით ყველა მომხმარებელს, ნაწილი თანახმაა, რომ დაელოდოს, სანამ რაიმე პასუხს მივიღებთ მიტანის სერვისის ამოქმედებასთან დაკავშირებით, ნაწილს კი, ვისაც არ აწყობს ლოდინის რეჟიმში ყოფნა, ავტომატურად ვუბრუნებთ თანხას.
რაც შეეხება მომხმარებელთა სიმცირეს, მარტის შუა რიცხვებში გაყიდვებმა 30%-40%-ით იკლო, სანამ ადამიანები გაურკვევლობაში იყვნენ, თუმცა თვის ბოლოსკენ დავუბრუნდით ჩვეულ რეჟიმს და გაყიდვების სტატისტიკაც გაიზარდა. სწორედ ამან განაპირობა “ფაბერის” გუნდის შენარჩუნებაც. აპრილის ბოლომდე შევძლებთ ასე ყოფნას, ეს მდგომარეობა თუ გაგრძელდა, გუნდში მნიშვნელოვანი ცვლილებები მოხდება, რაც, ცხადია, არ გვაწყობს, ამიტომ ჯერჯერობით, ვართ მოლოდინის რეჟიმში”, - აცხადებს “Phubber”-ის თანადამფუძნებელი.
მისივე თქმით, ამ საკითხთან დაკავშირებით რამდენიმე წერილი გაგზავნეს ეკონომიკის სამინისტროში, ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოში და ელოდებიან პასუხს, რა გადაწყვეტილება იქნება მიღებული. გიორგი ჩუგოშვილი ამბობს, რომ მზად არიან ჯანდაცვის სამინისტროს შემოწმებაც გაიარონ და დამატებითი რეკომენდაციები გაითვალისწინონ. ამასთან, კომპანიის თანადამფუძნებელი ამისთვის სახელმწიფოს ელექტრონული პორტალის შექმნას სთავაზობს იმისთვის, რომ კომპანიების შემოწმება მობილურად და სწრაფად მოხდეს.
„შესაძლოა, ეს შემოწმება მარტივი პორტალის საშუალებით განახორციელონ, სადაც უბრალოდ ვიდეოს ავტვირთავ როგორ ვმუშაობ ოფისში და შემდეგ ამ ვიდეოს ცენტრალიზებული დადასტურება მოხდეს და ვისშიც ეჭვი შეეპარებათ, გადაამოწმონ. თუ ეს ელექტრონული მოდელი არ მოიფიქრეს, ძალიან რთული იქნება ამის განხორციელება, რამდენი კაცის მობილიზება უნდა მოახდინონ, რომ ყველა ონლაინ მაღაზიისა და მიწოდების სერვის ოფისში ჩამოიარონ და შეამოწმონ. დღეში 5-6 ადგილზე თუ მივლენ. ელექტრონული აპლიკაცია ამ შემთხვევაში უფრო უპრიანი იქნებოდა“, - ამბობს გიორგი ჩუგოშვილი.
“ადამიანები მიხვდნენ, რომ მექსიკის გავლით აშშ-ში გადასვლა სარისკოა” - Turebi.ge
Forbes-ის მილიარდერების განახლებული რეიტინგი - სიაში ორი ქართველია
რას ნიშნავს რუსულ ტექნიკაზე გამოსახული სიმბოლო “Z”?
„რომპეტროლ საქართველოს“ სერვისები გათიშულია - კომპანია განცხადებას ავრცელებს
რუსეთის კოსმოსური სააგენტო დაჰაკულია, სადაზვერვო სატელიტები გათიშულია - Anonymous
უკრაინის პრემიერის ტექსტი, რომელიც ქართულადაა დაწერილი, ბევრ ეჭვს მიჩენს - ზალკალიანი
მაკრონი საქართველოს და მოლდოვას მხარდასაჭერად Twitter-ზე განცხადებას ავრცელებს
სანქცირებული რუსული ბანკების ბარათები Apple Pay-სა და Google Pay-ში აღარ მოქმედებს
NATO-მ სამხედრო გეგმის განხორციელება გადაწყვიტა, ეს არის ჩვენი თავდაცვა – სტოლტენბერგი
დაუწესებს თუ არა საქართველო სანქციებს რუსეთს? - ღარიბაშვილის პასუხი
“სავარაუდოდ, ათი დღის შემდეგ მკაცრი შეზღუდვებისგან გათავისუფლება ჩვენც უნდა დავიწყოთ" - კულუმბეგოვი
პანდემიის დასასრულებლად, WHO მდიდარ ქვეყნებს 14 მლრდ ევროს გადახდისკენ მოუწოდებს
"თურქული მედიკამენტები ქართველი მომხმარებლის მოთხოვნას ვერ დააკმაყოფილებს"
რისგან შედგება თამბაქოს გასახურებელი ღერები და რით განსხვავდება ის ტრადიციული სიგარეტისგან?
"მაგთი" ულიმიტო 25-ლარიან პაკეტს აუქმებს - ტარიფები ძვირდება
5 მითი გასახურებელი თამბაქოს შესახებ
"კარფურის" 300-ზე მეტი სუპერმარკეტის მმართველი კომპანიის დამფუძნებელი, მილიარდერი მაჯიდ ალ ფუტაიმი გარდაიცვალა
საშემოსავლო გადასახადისგან გათავისუფლება სოცდაუცველების დასაქმების სანაცვლოდ - შეთავაზება მთავრობას
რა ტოქსიკური ნივთიერებები გამოიყოფა სიგარეტის წვის დროს?
"1 გრამ შაფრანს საერთაშორისო ბაზარზე 10 დოლარად ვყიდი“ - გორში "წითელ ოქროს“ აწარმოებენ