მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ჩვენ ვართ ქვეყანა, რომელსაც ბევრი უწოდებს აგრარულს, მაგრამ ფაქტობრივად, იმპორტით ვარსებობთ“

5ede6eae90a3a
ნუცა ბაზლიძე
08.06.20 22:30
1390
„მომავლის ფერმერის“ დამფუძნებელმა რუსუდან გიგაშვილმა გადაცემა #ქალებისნარატივში იმპორტის ჩანაცვლების საკითხზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მისი სრულად განხორციელება ვერ მოხერხდება, თუმცა არსებობს პოტენციალი, რომ გარკვეულ შემთხვევებში, თვითუზრუნველყოფის მაჩვენებლები გაიზარდოს. მათ შორის, მისი განმარტებით, გარკვეული პირობების არსებობის შემთხვევაში, ეს შესაძლებელია ხორბლის, მეფრინველეობის, ბოსტნეულისა და ხილის მიმართულებებით.

„ჩვენ ვართ ქვეყანა, რომელსაც ძალიან ბევრი უწოდებს აგრარულს, მაგრამ სამწუხაროდ, არ ვართ და ფაქტობრივად, იმპორტით ვარსებობთ. ვაზის, ღვინის და ყურძნის ქვეყანაში სუფრის ყურძენი შემოგვაქვს იმპორტით, ძირითადად სომხეთიდან, იმიტომ რომ არ გვაქვს მოგვარებული ლოჯისტიკა, არ გვაქვს შესანახი, სასაწყობო მეურნეობები“, - აღნიშნავს რუსუდან გიგაშვილი და დასძენს, რომ საჭიროა სწორი ორიენტირები და კულტურათა ჩანაცვლების ასპექტები.

ამასთან, გადაცემაში საუბრისას, რუსუდან გიგაშვილმა ყურადღება აგროჟურნალისტთა ასოციაციის არსებობაზე გაამახვილა. მისივე განმარტებით, იგეგმება სამუშაო შეხვედრა, რომელიც ფერმერთა ასოციაციასთან ერთად და მედიის წამყვანი ფიგურების ჩართულობით განხორციელდება.

„მსოფლიო მედიამ, გარკვეულწილად, კოვიდის ფონზე, გადააფასა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია მედიის როლი სასურსათო უსაფრთხოების მიმართულებით; დაიდო განსხვავებული კვლევები. ამ ყველაფერს ფეხი უნდა აუწყოს საქართველომაც“, - აღნიშნავს რუსუდან გიგაშვილი.