მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ჩვენი ამოცანაა უახლოეს წლებში ტურისტების რიცხვი 13 მლნ-მდე გავზარდოთ - პრემიერი

60d5d29a7b68f
ვიქტორია მღებრიშვილი
25.06.21 17:00
611
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სამთავრობო პროგრამის მიმდინარეობის ანგარიშის და 10-წლიანი ეკონომიკური განვითარების გეგმის წარდგენისას განაცხადა, რომ მომდევნო წლებში, მათი გათვლებით, ტურიზმიდან შემოსავალი 6.5 მლრდ დოლარს მიაღწევს.

მთავრობის მეთაურს არ დაუკონკრეტებია რომელ წლებს გულისხმობდა, თუმცა აღნიშნა, რომ მთავრობის ამოცანაა, საქართველო მსოფლიო ტურისტულ რუკაზე წარმოჩინდეს როგორც მოწინავე, ყველა სეზონის, მომსახურების მაღალი ხარისხის, მრავალფეროვანი და უნიკალური შთაბეჭდილებების მქონე ქვეყნად.

პრემიერ-მინისტრის თქმით, ყველა მუნიციპალიტეტში უკვე არსებულ ტურისტულ ცენტრებს ახალი ცენტრები დაემატება.

"რაც შეეხება ტურიზმს. აქ, მე მინდა რამდენიმე სიტყვით შევეხო ამ მეტად მნიშვნელოვან მიმართულებას. ჩვენი ამოცანა უნდა იყოს, რომ საქართველო მსოფლიო ტურისტულ რუკაზე წარმოჩინდეს, როგორც მოწინავე, ყველა სეზონის, მომსახურების მაღალი ხარისხის, მრავალფეროვანი და უნიკალური შთაბეჭდილებების ქვეყანა. უკვე არსებულს დაემატება ახალი ტურისტულ ცენტრები ყველა მუნიციპალიტეტში. ჩვენი ამოცანა უნდა იყოს უახლოეს წლებში 13 მლნ-მდე გავზარდოთ ტურისტების რაოდენობა“, - განაცხადა პრემიერმა.