14.ივნისი .2021 19:14

ჩვენი COVID-ვაქცინა 90%-ით ეფექტიანია - Novavax

ჩვენი COVID-ვაქცინა 90%-ით ეფექტიანია - Novavax
views 486
უკან

ფარმაცევტული კომპანია Novavax-ის თქმით, მათმა COVID-ვაქცინამ კლინიკური კვლევების მესამე ეტაპზე 90.4%-იანი ეფექტიანობა აჩვენა. კვლევაში, აშშ-ის და მექსიკის, დაახლოებით, 30,000 მოქალაქე მონაწილეობდა. ინფორმაციას СNBC ავრცელებს.

გამოცემა წერს, რომ კომპანია მზად არის, პრეპარატის ავტორიზაციისთვის აშშ-ის საკვებისა და წამლის სააგენტოს მიმდინარე წლის მესამე კვარტალში მიმართოს.

Novavax-ის კვლევების დეპარტამენტის პრეზიდენტის გრეგორი გლენის განცხადებით, კვლევებმა აჩვენა, რომ ვაქცინა მაღალი ეფექტიანობით ხასიათდება და აქვს უნარი, კორონავირუსის მუტაციებს ებრძოლოს.

კომპანიის განცხადებითვე, Novavax-ი მიმდინარე წლის მესამე კვარტლიდან 100 მილიონი დოზა ვაქცინის წარმოებას გეგმავს, ხოლო მიმდინარე წლის მე-4 კვარტალში - 150 მილიონი დოზა ვაქცინის.

აღსანიშნავია, რომ ამ ინფორმაციის გავრცელების შემდეგ საფონდო ბირჟებზე კომპანიის აქციების ფასმა 9%-ზე მეტით მოიმატა.