01.თებერვალი .2022 21:20

ჩვენი დამოუკიდებლობა და ეკონომიკური განვითარება უკრაინის თავისუფლების დაცვის ხაზზე გადის - ჭუმბურიძე

ჩვენი დამოუკიდებლობა და ეკონომიკური განვითარება უკრაინის თავისუფლების დაცვის ხაზზე გადის - ჭუმბურიძე
views 615
უკან

ევროკავშირი-საქართველოს ბიზნესსაბჭოს ხელმძღვანელმა სანდრო ჭუმბურიძემ უკრაინაში მიმდინარე მოვლენებსა და მათ შესაძლო გავლენებზე „ანალიტიკას“ ეთერში ისაუბრა.

„ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობა, ეკონომიკური განვითარება გადის სწორედ უკრაინის თავისუფლების დაცვის ხაზზე. ჩვენ აუცილებლად უნდა ვიყოთ ამ კონტექსტში უკრაინასთან ერთად. მარტო არ უნდა დავრჩეთ, რადგან ამით წარმოუდგენლად ცუდი შედეგები გვექნება. ჩვენი ხმა უნდა შეუერთდეს უკრაინის დამოუკიდებლობას, თავისუფლებას და რუსეთის აგრესიისგან დაცვას“, - განაცხადა ჭუმბურიძემ.

რაც შეეხება ეკონომიკას, როგორც ის ამბობს, უკრაინას დიდი სავაჭრო პოტენციალი აქვს, ხოლო საქართველოს ამ ქვეყანასთან ურთიერთობის დიდი პერსპექტივები.

„ურთიერთობის განვითარების შემთხვევაში უკრაინა ჩადგება სწორედ ჩვენი ერთ-ერთი სტრატეგიული ეკონომიკური პარტნიორის როლში და ამის შესაძლებლობა ჩვენ გვაქვს. ამაში დარწმუნებული ვარ, რადგან გაზაფხულზე გეგმავენ ჩამოსვლას უკრაინიდან, ურთიერთობა მუდმივად ცხელია და უნდა ვიყოთ ოპტიმისტები, ვერ უნდა გაბედოს რუსეთის აგრესიულად განწყობილმა პოლიტიკურმა გუნდმა ის, რაც შესაძლებელია, რომ მოხდეს“, - განაცხადა ჭუმბურიძემ.

კითხვაზე, თუკი დადგება დღის წესრიგში, საქართველო უნდა შეუერთდეს თუ არა სანქციებს, ჭუმბურიძე პასუხობს, რომ საქართველოს ეკონომიკური, პოლიტიკური მდგომარეობა გადის იმ ცხელ ხაზზე, რასაც უკრაინა ჰქვია და არ შეიძლება ჩამოვრჩეთ მოვლენებს.

ის მთავრობას ურჩევს შეკრიბოს პროფესიონალები, გაერთიანდეს ოპოზიცია, ხელისუფლება და ამ საკითხზე ჩამოყალიბდეს ერთიანი პოზიცია.

„მესმის, რომ არის მომენტები, როცა დათმობაზე უნდა წახვიდე, რადგან ეს არის პოლიტიკა, მაგრამ მაშინ მითხარით, რა გვაქვს დასაკარგი? როცა ჩვენ ამხელა გამოწვევა გვაქვს ოკუპაციის მხრივ, ეს გრძელდება და არავინ იცის, ხვალ-ზეგ როგორ იმოქმედებს რუსეთი საქართველოს ტერიტორიაზე. გამოსავალი ერთია - 30 წელია ვერ ვისწავლეთ, რომ აგრესიას უნდა დავუპირისპიროთ შესაბამისი პროპაგანდა, რომელიც ქვეყანას მოუტანს მარტო არდარჩენის პოზიციას. ევროკავშირმა, ნატომ, ერთ კონტექსტში უნდა განიხილონ უკრაინის და საქართველოს პრობლემა. არ შეიძლება დღეს ჩამოვრჩეთ და მოვერიდოთ, რომ არ გაღიზიანდეს რუსეთი. 10 წელია არ ვაღიზიანებთ და რა მივიღეთ? ყოველდღიურად ვკარგავთ ტერიტორიებს“, - განაცხადა ჭუმბურიძემ.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა