მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“ჩვენი ერთ-ერთი მიზანი ე.წ. ქოლ ცენტრების იმიჯის გასუფთავებაა” – Majorel Georgia

62726b3bdb58c
ვიქტორია მღებრიშვილი
04.05.22 21:07
2468
“ჩვენი ერთ-ერთი მიზანი ე.წ. ქოლ ცენტრების იმიჯის გასუფთავებაა” - ამის შესახებ გადაცემა Forbes კვირაში ბიზნეს პროცესების აუთსორს კომპანია Majorel Georgia-ს გენერალურმა დირექტორმა ალექსანდერ მირონენკომ გადაცემა "Forbes-კვირაში" განაცხადა. 

„ჩვენი ამოცანაა სამართლიანი კონკურენციის პირობებში ბაზარზე ლიდერის პოზიცია შევინარჩუნოთ ისე, რომ არავინ დავაზარალოთ და ბაზარი არ გადავწვათ. ჩვენი ერთ-ერთი მიზანი ე.წ. ქოლ ცენტრების იმიჯის გასუფთავებაა. არ მიყვარს ამ ტერმინის გამოყენება, თუ სიახლეებს თვალს ადევნებთ, გეცოდინებათ, რომ 10 წლის წინ უამრავი კომპანია იყო, რომლებმაც ცუდი საბაზრო რეპუტაცია დაუტოვეს იმ კომპანიებს, რომლებიც მათ შემდეგ მოვიდნენ. ხალხში ჯერ კიდევ არსებობს ნდობის პრობლემა. შესაბამისად ჩვენ ჯერ კიდევ ვმუშაობთ ჩვენს იმიჯზე. ერთ-ერთი კამპანიის ფარგლებში ჩვენ ვეხმარებით ბრენდებს. ჩვენ ასევე არსებული კლიენტების საჭიროებებზე ზრუნვა უნდა შევინარჩუნოთ", - აღნიშნა მან.

ცნობისთვის, გასულ თვეს ფინანსთა მინისტრმა განაცხადა, რომ საგამოძიებო სამსახური 46 ქოლ ცენტრში იყო შესული. ლაშა ხუციშვილმა მაშინ აღნიშნა, რომ გამოძიების დეტალებზე ვერ ისაუბრებდა, თუმცა საუბარი იყო ე.წ. ქოლცენტრების მხრიდან ფინანსურ თაღლითობაზე. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, უცხოეთის მოქალაქეებს და ხშირ შემთხვევაში ხანდაზმულებს, ტელეფონით საბროკერო სერვისს სთავაზობენ და არარსებულ ინვესტიციებში ადებინებენ თანხებს. თუმცა მინისტრის თქმით, არიან ქოლ ცენტრები, რომლებიც ლეგალურად საქმიანობენ.