დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის (NCDC) ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე ამბობს, რომ საქართველოში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების 90% ვირუსის ახალი შტამი, ომიკრონია.
“ომიკრონის ცირკულაცია ქვეყანაში მომატებულია. ჩვენი გათვლებით დაახლოებით 90%, რაც ცირკულირებს ყველა დადებით შემთხვევაში ომიკრონი გახლავთ. ასევე მოგეხსენებათ, რომ ომიკრონის ორი ქვეშტამი არსებობს: ერთი, რომელმაც ცირკულაცია ნოემბერში დაიწყო, ე.წ BA1 და შემდგომ გაჩნდა მეორე BA2. ჩვენთან ორივე იდენტიფიცირებულია როგორც მოლეკულური სეკვენირებით ისე სხვა დამატებითი PCR ტესტებით. მეორე შტამს როგორც საერთაშორისო ლიტერატურიდან ცნობლია, ახასიათებს კიდევ უფრო სწრაფი გადადება და ეს სწარაფი, აღმავალი ტალღა შესაძლებელია მასთან იყოს დაკავშირებული. ამიტომ, დღეს ერთ-ერთი მთავარი გზავნილი ჩვენი მხრიდან გახლავთ ის, რომ ომიკრონის ცირკულაცია მომავალი ორი კვირის განმავლობაში გაიზრდება, ანუ შემთხვევათა ოდენობა კიდევ მეტი გვექნება”,-აცხადებს გამყრელიძე.
მისივე თქმით, ლაბორატორიულად გამოვლენილია 15 ათასზე მეტი შემთხვევა, თუმცა რეალურად 3-4-ჯერ მეტია ვირუსის შემთხვევების რაოდენობა.
"დღეს რომ 15 ათასზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა, ეს ნიშნავს, რომ ამდენი გამოვლენილია, რადგან დადებითობის მაჩვენებელი დაახლოებით 20%-ის ფარგლებშია 3-4-ჯერ მეტი უნდა ვიანგარიშოთ. ეს არის ის კლინიკური ფორმები, რომელიც თითქმის უსიმპტომოდ აქვთ ადამიანებს ან მცირე სიმპტომებით მიმდინარეობს. ისინი სახლში უნდა იყვნენ",-აცხადებს NCDC-ის ხელმძღვანელი.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
“ადამიანები მიხვდნენ, რომ მექსიკის გავლით აშშ-ში გადასვლა სარისკოა” - Turebi.ge
Forbes-ის მილიარდერების განახლებული რეიტინგი - სიაში ორი ქართველია
რას ნიშნავს რუსულ ტექნიკაზე გამოსახული სიმბოლო “Z”?
„რომპეტროლ საქართველოს“ სერვისები გათიშულია - კომპანია განცხადებას ავრცელებს
რუსეთის კოსმოსური სააგენტო დაჰაკულია, სადაზვერვო სატელიტები გათიშულია - Anonymous
უკრაინის პრემიერის ტექსტი, რომელიც ქართულადაა დაწერილი, ბევრ ეჭვს მიჩენს - ზალკალიანი
მაკრონი საქართველოს და მოლდოვას მხარდასაჭერად Twitter-ზე განცხადებას ავრცელებს
სანქცირებული რუსული ბანკების ბარათები Apple Pay-სა და Google Pay-ში აღარ მოქმედებს
NATO-მ სამხედრო გეგმის განხორციელება გადაწყვიტა, ეს არის ჩვენი თავდაცვა – სტოლტენბერგი
დაუწესებს თუ არა საქართველო სანქციებს რუსეთს? - ღარიბაშვილის პასუხი
“სავარაუდოდ, ათი დღის შემდეგ მკაცრი შეზღუდვებისგან გათავისუფლება ჩვენც უნდა დავიწყოთ" - კულუმბეგოვი
პანდემიის დასასრულებლად, WHO მდიდარ ქვეყნებს 14 მლრდ ევროს გადახდისკენ მოუწოდებს
"თურქული მედიკამენტები ქართველი მომხმარებლის მოთხოვნას ვერ დააკმაყოფილებს"
რისგან შედგება თამბაქოს გასახურებელი ღერები და რით განსხვავდება ის ტრადიციული სიგარეტისგან?
"მაგთი" ულიმიტო 25-ლარიან პაკეტს აუქმებს - ტარიფები ძვირდება
5 მითი გასახურებელი თამბაქოს შესახებ
"კარფურის" 300-ზე მეტი სუპერმარკეტის მმართველი კომპანიის დამფუძნებელი, მილიარდერი მაჯიდ ალ ფუტაიმი გარდაიცვალა
საშემოსავლო გადასახადისგან გათავისუფლება სოცდაუცველების დასაქმების სანაცვლოდ - შეთავაზება მთავრობას
რა ტოქსიკური ნივთიერებები გამოიყოფა სიგარეტის წვის დროს?
"1 გრამ შაფრანს საერთაშორისო ბაზარზე 10 დოლარად ვყიდი“ - გორში "წითელ ოქროს“ აწარმოებენ