23.მარტი .2023 20:24

ჩვენი გათვლებით, წლის ბოლომდე სავალუტო სესხები კიდევ გაძვირდება - Galt & Taggart

ჩვენი გათვლებით, წლის ბოლომდე სავალუტო სესხები კიდევ გაძვირდება - Galt & Taggart
views 906
უკან

Galt & Taggart-ის ეკონომისტი ლაშა ქავთარაძე მიიჩნევს, რომ წლის ბოლოსთვის სავალუტო სესხებზე საპროცენტო განაკვეთი კიდევ გაიზრდება.

“როდესაც უცხოეთის ცენტრალური ბანკები საპროცენტო განაკვეთს ზრდიან, საქართველოში უცხოურ ვალუტაში გაცემულ სესხებზე მისი ასახვა დამოკიდებულია ბანკის ლიკვიდობასა და სხვა ფაქტორებზე. ამიტომ, ფაქტობრივად ერთდროულად იწყება ეს პროცესი [ცენტრალური ბანკის მიერ განაკვეთის ზრდა და სესხის გაძვირება]. წლ

ზრდის პროგნოზის საფუძველს აშშ-ის ფედერალური რეზერვის გადაწყვეტილება იძლევა, რომელმაც გუშინ მონეტარული პოლიტიკა გაამკაცრა. კერძოდ, FED-ის გადაწყვეტილებით, ქვეყანაში რეფინანსირების განაკვეთი დამატებით 25 საბაზო პუნქტით გაიზარდა და შედეგად, ძირითადი განაკვეთები ახლა 4.75-5 %-ის ფარგლებში განისაზღვრა, რაც ამერიკული სტანდარტებით უჩვეულოდ მაღალი მაჩვენებელია და ასეთი მკაცრი მონეტარული პოლიტიკა ქვეყანაში 2007 წლის შემდეგ არ ყოფილა.

გაზრდილი ინფლაციის დასაძლევად, მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება გააგრძელა ევროპის ცენტრალურმა ბანკმაც. გასულ კვირას ევროპულმა მარეგულირებელმა რეფინანსირების განაკვეთი დამატებით 50 საბაზო პუნქტით გაზარდა, რითაც რეფინანსირების ძირითადმა განაკვეთმა 3%-იან ნიშნულს მიაღწია.
ის ბოლომდე უნდა ველოდოთ, რომ კიდევ გაიზრდება სესხებზე პროცენტი ზრდა. ჩემი გათვლებით, წლის ბოლომდე 1.5 პროცენტული პუნქტით კიდევ გაძვირდება სავალუტო სესხები. ეს კიდევ დამოკიდებული იქნება FED-ის შემდგომ ნაბიჯებზე, რომელიც წლის პირველი ნახევრის ბოლოსთვის გახდება ცნობილი, რადგან დაანონსებული აქვს, რომ წლის ბოლომდე 0.25 პროცენტული პუნქტით კიდევ გაზარდოს განაკვეთი. თუმცა ზოგი ფიქრობს რომ ეს არის განაკვეთის ბოლო ზრდა. მეტიც, შეიძლება ამერიკის ცენტრალურ ბანკს რეფინანსირების განაკვეთის შემცირებაც მოუწიოს, ეს დამოკიდებული იქნება ინფლაციის შემცირების ტენდენციასა და სხვა მაკროეკონომიკური მაჩვენებლებზე: უმუშევრობის დონე, ეკონომიკური ზრდა და ა.შ.",-ამბობს ქავთარაძე.


მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა