პარლამენტის წევრის მიხეილ დაუშვილის განცხადებით, პრემიერ-მინისტრთან მთავარი კითხვები ევროინტეგრაციის პროცესს შეეხება. როგორც მან BMG-ის ეთერში განაცხადა, ამ ეტაპზე ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი ევროკავშირში საქართველოს ინტეგრაციის პროცესია.
“ჩვეულებრივ გარემოში რა თქმა უნდა, ძირითადი აქცენტი ეკონომიკურ ფაქტორებსა და მოქალაქეების სოციალურ მდგომარეობაზე იქნებოდა. მაგრამ დღეს ყველაზე მნიშვნელოვანია ორი რამ: უნდა გვესმოდეს, რომ დღეს რა პროცესშიც არის ქვეყანა, ეს პირდაპირ აისახება არა მხოლოდ ჩვენს ხვალინდელ დღეზე, არამედ ეკონომიკურ მდგომარეობაზეც. ამიტომ, ჩვენი აქცენტი იქნება იმაზე, თუ რა არის მთავრობის ხედვა და რას აპირებს მთავრობა იმისთვის, რომ საქართველო ევროინტეგრაციის პროცესს დაუბრუნდეს?
მეორე საკითხია, რას აპირებს საქართველო ევროატლანტიკური ინტეგრაციის კუთხით? რამდენიმე დღის წინ, პრემიერის განცხადება მოვისმინეთ, სადაც ამბობს, რომ ჯერ ტერიტორიული მთლიანობა უნდა აღვადგინოთ და შემდეგ ვისაუბროთ ევროატლანტიკურ ინტეგრაციაზე. ეს არასწორი, რუსული გაგებაა [საკითხის]”,-აცხადებს დაუშვილი.
დღეს პარლამენტში პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი პარლამენტს წლიურ ანგარიშს წარუდგენს.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
ლარი ზედმეტადაა გამყარებული - TBC Capital
გურამ ბაღდოშვილი ბაკურიანში რესტორანს ხურავს - მიზეზი
ტექინსპექტირების ცენტრის თანამშრომელი დააკავეს
ემიგრაციიდან საქართველოში დაბრუნებულებს პროექტებს დაუფინანსებენ - განცხადებების მიღება გრძელდება
“ტრეფიკ თრეველის” დამფუძნებელი ცოტნე ჯაფარიძე გუდაურში დააკავეს
1-ელი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება
„დოლარი ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს” - ოთარ ნადარაია
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
ჩინეთის უმდიდრესმა ბიზნესმენმა ქონების 93% დაკარგა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
ხელფასები ორჯერ გავზარდეთ, თუმცა კადრების გადინება მაინც მაღალია - „კულას“ დირექტორი
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი
ბიზნესმენი რომან ფიფია საჯარო განცხადებას ავრცელებს
საქართველომ ტრაილერების გატარებით რეკორდული შემოსავალი მიიღო