მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ჩვენი მაჩვენებელი მსოფლიოს ნებისმიერი ქვეყნისთვის საოცნებოა - მარინა ეზუგბაია

5e843f93250ea
ინგა მურუსიძე
01.04.20 11:30
919
კორონავირუსის მხრივ ჩვენი მაჩვენებელი მსოფლიოს ნებისმიერი ქვეყნისთვის საოცნებოა, - ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ განაცხადა.

მისივე თქმით, თუ ვინმეს ეს არ მოსწონს, მისი პრობლემაა, რომ არ უხარია ქვეყანაში არსებული კარგი ვითარება.

„საქართველო დღეს მოიაზრება ერთ-ერთ საუკეთესო ქვეყნად კოვიდთან ბრძოლაში. ქვეყანაში ძალიან მოწესრიგებულია ყველაფერი. შეხედეთ, რა ხდება მსოფლიოში. საქართველოში არის კონტროლირებადი, ზომიერი მატება დაავადების. 26 თებერვალს დაფიქსირდა პირველი შემთხვევა და დღემდე გვყავს 115 ინფიცირებული. ასეთი მაჩვენებელი საოცნებო იქნება მსოფლიოს ნებისმიერი ქვეყნისთვის. ეს იმას ნიშნავს, რომ არსებული კრიტერიუმების გამოყენება ხდება სწორად, ადეკვატურად და კარგად. თუ ვინმეს ეს არ მოსწონს მისი პრობლემაა, რომ არ უხარია ქვეყანაში არსებული კარგი ვითარება“, - განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

აღნიშნული კომენტარი გააკეთა მარინა ეზუგბაიამ ჟურნალისტის, მიერ მიწოდებულ ინფორმაციაზე. კარძოდ, „მთავარი არხი“ დაინტერესდა პაციენტით, რომელიც ინფექციურ საავადმყოფოში მივიდა, თუმცა კორონავირუსის ტესტი არ გაუკეთდა და ბინაზე გაეწერა, თუმცა მოგვიანებით მას ვირუსი დაუდასტურდა.

„პაციენტმა მოგვმართა, მოხდა მისი მდგომარეობის შეფასება, დიაგნოზის დასმა, სიმპტომები არ შეესაბამებოდა კოვიდს, შესაძლო შემთხვევაში არ შედიოდა და გაიწერა ბინაზე. შესაძლო შემთხვევა ნიშნავს, რომ ყველა შემთხვევა არ განიხილება. ხდება პაციენტების გამორიცხვა. ყველა სიცხიანი დაავადება არ შეიძლება განიხილებოდეს კოვიდ 19-ად. შესაძლო შემთხვევა არის, როცა მას ჰქონდა მოგზაურობის ისტორია, ან კონტაქტი დაავადებულ ადამიანთან. თუ პირი ვერ გაიხსენებს, არ იტყვის, რომ მას ჰქონდა პირდაპირი ან ირიბი კონტაქტი, მაშინ შესაძლო შემთხვევად არ თვლება“, - განაცხადა ეზუგბაიამ.