მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ჩვენი მიზანია, 2025 წლისთვის $100 მლნ–ის ექსპორტი განვახორციელოთ - GM Pharma

6162a33690ec1
თათია კაკიაშვილი
10.10.21 18:00
900
„წლევანდელი წლისთვის ექსპორტზე გაყიდვების საპროგნოზო მაჩვენებელი 36 მილიონი დოლარია, დამეთანხმებით ეს არ არის მცირე რიცხვი ნებისმიერი ქართული კომპანიისთვის. საბოლოო მიზანია, რომ 2025 წელს 100 მილიონ აშშ დოლარის ექსპორტზე ავიდეთ”, - ამის შესახებ GM Pharma-ს განვითარების და მარკეტინგის დირექტორმა ლევან ვარდუაშვილმა განაცხადა.

„ჩვენი მიზანია, კომპანია დარჩეს შინაარსიანი, სასარგებლო, სარგებლისმომტანი, უპირველეს ყოვლისა, პაციენტებისთვის, საზოგადოებისთვის, კომპანიის თანაშმრომლებისთვის და ეს უნდა იგრძნოს ყველამ: სახელმწიფომ, პაციენტებმა, ბიზნეს გარემომ, ჯანდაცვის სფერომ... GM Pharma თავისი მედიკამენტებითა და შექმნილი ეკონომიკური დოვლათით, პაციენტების ცხოვრების ხარისხს უკეთესობისკენ ცვლის, ისევე როგორც ბიზნეს გარემოს და ჯანდაცვის სფეროს”, - განაცხადა ლევან ვარდუაშვილმა.

ცნობისთვის, ფარმაცევტული კომპანია GM Pharma 2000 წელს დაფუძნდა და 21 წელია, ბაზარზე სხვადასხვა დასახელების 264 ფორმის პრეპარატს აწარმოებს.