გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი ხანიშვილი ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ხელმძღვანელს ჯონ პანელს და USAID-ის ეკონომიკური ზრდის ოფისის დირექტორს საქართველოში მარიკა ოლსონს შეხვდა.
შეხვედრაზე მხარეებმა სურსათის ეროვნული სააგენტოს გაძლიერების მიზნით შემუშავებული პროგრამის „მცენარეთა უსაფრთხოების სისტემის ინიციატივა“ გაგრძელების შესაძლებლობები და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს.
გიორგი ხანიშვილმა მადლობა გადაუხადა ამერიკის მთავრობას და აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მრავალწლიანი თანამშრომლობისთვის და ყურადღება სურსათის ეროვნული სააგენტოსთვის გაწეული მხარდაჭერის მნიშვნელობაზე გაამახვილა.
„ჩვენი ძალისხმევა მიმართულია ევროკავშირის დირექტივების შესრულებისკენ. პროექტი, რომელიც მცენარეთა დაცვას უზრუნველყოფს, მალე სრულდება. მინდა მოგახსენოთ, რომ აღნიშნული პროექტის დამსახურებით, ჩვენ შევძელით აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ეფექტიანი ბრძოლა, თუმცა გამოწვევები კვლავ არსებობს. ევროკავშირის შეფასების დოკუმენტში გვაქვს მითითებები შემუშავებული ნორმატიული აქტების აღსრულებასთან დაკავშირებით. პროგრამის გაგრძელების შემთხვევაში, ჩვენ გექნება შესაძლებლობა, მცენარეთა დაცვის სპეციალური ელექტრონული პროგრამა შევიმუშაოთ, რომელიც სრულ მიკვლევადობას უზრუნველყოფს. შედეგად, შევძლებთ უვნებელი და ხარისხიანი პროდუქციის წარმოებას და ევროკავშირის ბაზრებზე ექსპორტს. ამ მიზნების მისაღწევად, თქვენი მხარდაჭერა უმნიშვნელოვანესია“,- განაცხადა გიორგი ხანიშვილმა.
„ნებისმიერი სხვა მიმართულებით გაწეული დახმარება დაკარგავს ეფექტს, თუ ქვეყანა ვერ მოახერხებს ფიტოსანიტარიული რისკების გათვლას, შესაბამისი მონიტორინგის განხორციელებას, ასევე, რისკების მართვის ღონისძიებების განსაზღვრას. სწორედ ამ მიზნების მიღწევა გვსურს პროგრამის „მცენარეთა უსაფრთხოების სისტემის ინიციატივა“ გაგრძელების ფარგლებში, თუ თქვენი მხარდაჭერა გვექნება“, - განაცხადა სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსმა ზურა ჩეკურაშვილმა.
ჯონ პანელმა ვრცლად ისაუბრა ქვეყნებს შორის პარტნიორული და მეგობრული ურთიერთობების მნიშვნელობის შესახებ და ყურადღება თანამშრომლობის გაგრძელებაზე გაამახვილა.
მარიკა ოლსონის განცხადებით, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მიზანია, საქართველოში წარმოებულმა პროდუქციამ მაქსიმალური კონკურენცია გაუწიოს საერთაშორისო ბაზრებზე წარმოდგენილ პროდუქტს და ამ მიმართულებით თანამშრომლობის მზაობა გამოხატა.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
რუსეთის გარდა, რომელ ქვეყნებთან აქვს საქართველოს 1-წლიანი უვიზო რეჟიმი? - სია
გიორგი კაკაურიძის თქმით, შესაძლოა, გარკვეულ თვეებში დეფლაცია დაფიქსირდეს
საქართველოში მოქმედი 15 ბანკიდან ორი ზარალზეა
საავტომობილო გზების დეპარტამენტი რიკოთის მაგისტრალის მშენებლობის შესახებ განცხადებას ავრცელებს
როდის აღდგება მოძრაობა რიკოთის გზაზე? - განმარტება
ლარი ზედმეტადაა გამყარებული - TBC Capital
გურამ ბაღდოშვილი ბაკურიანში რესტორანს ხურავს - მიზეზი
ტექინსპექტირების ცენტრის თანამშრომელი დააკავეს
ემიგრაციიდან საქართველოში დაბრუნებულებს პროექტებს დაუფინანსებენ - განცხადებების მიღება გრძელდება
1-ელი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება
„დოლარი ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს” - ოთარ ნადარაია
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი