23.ივნისი .2022 11:35

ჩვენი მიზანია, იმერეთში 24 ქონება წლის ბოლომდე გასხვისდეს - სოფო ჭელიძე

ჩვენი მიზანია, იმერეთში 24 ქონება წლის ბოლომდე გასხვისდეს - სოფო ჭელიძე
views 638
უკან

სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიზანია, იმერეთში საპრივატიზაციოდ გამოტანილი 24 ქონება მიმდინარე წლის ბოლომდე გაასხვისოს.

ამის შესახებ BMG-ის სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს გაყიდვების სამსახურის უფროსმა სოფო ჭელიძემ განაცხადა.

საქმე ის არის, რომ ქონების ეროვნულმა სააგენტომ ქუთაისში საპრივატიზაციოდ 24 ქონება გამოიტანა, რომელთა საერთო ფასი 43,746,250 ლარია. ამ ობიექტებს შორის ყველაზე ძვირი - 10,055,000 ლარი ქუთაისის ყოფილი საკონსერვო ქარხანა ღირს, რომლის ფართობიც 72,836 კვადრატული მეტრია.


„ჩვენი მიზანია, რომ მაქსიმუმ წლის ბოლომდე გასხვისდეს აღნიშნული ქონება. ორ კვირაში დასრულდება აუქციონების პირველი ეტაპი და დიდი იმედი გვაქვს, რომ ეს ქონებები პირველ ეტაპზევე გასხვისდება, მაგრან თუ ასე არ მოხდა და ალბათ რიგ შემთხვევაში, გვექნება არშემდგარი აუქციონები, გამოვაცხადებთ განმეორებით აუქციონებს.

ასევე, მინდა აღვნიშნო, რომ ფოკუსირებულები ვართ კონკრეტულ პროექტებზე ანუ ზოგიერთ ქონებას მოჰყვება საინვესტიციო ვალდებულებები და ჩვენი მიზანია, მათი შინაარსიანად გასხვისება“, - განმარტა სოფო ჭელიძემ.