მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ჩვენი მიზანია, ქართული თევზჭერა სრულად ქართული ფლოტით ხორციელდებოდეს - ღარიბაშვილი

6128d0a052e53
თელარა გელანტია
27.08.21 15:42
1206
"ჩვენი მიზანია ქართული თევზჭერა სრულად ქართული ფლოტით ხორციელდებოდეს და თანამედროვე თევზსაჭერი ბაზა, გახდეს მათ შორის ფოთის ეკონომიკური განვითარების რეალური ხელშემწყობი", - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ტრადიციულ მეთევზეებთან და თევზჭერის ლიცენზიის მფლობელებთან შეხვედრაზე განაცხადა.

მთავრობის პრეს-სამსახურის ცნობით, ღარიბაშვილმა მეთევზეებისგან და თევზჭერის ლიცენზიის მფლობელებისგან მათი საჭიროებების შესახებ ინფორმაცია მოისმინა.

მისი თქმით, ქართული თევზსაჭერი ფლოტის განახლება “ქართული ოცნების” ხელისუფლებაში ყოფნის დროს დაიწყო და აქტიურად გრძელდება. პროგრამა ქართველ ადგილობრივ მეთევზეებს თანამედროვე სტანდარტის თევზსაჭერი გემების შეძენაში ეხმარება.

დღეის მდგომარეობით, სულ დაფინანსებულია 13 გემი. აღნიშნული ინვესტიციით 222 სამუშაო ადგილია შექმნილი, ჯამური ინვესტიცია კი 47 586 472 ლარს შეადგენს.

"როგორც მეთევზეებმა შეხვედრისას აღნიშნეს, დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში დარგი სახელმწიფოსგან ასეთ მასშტაბურ მხარდაჭერას პირველად იღებს.

პრემიერ-მინისტრის განცხადებით, თევზჭერის დარგის განვითარებას სახელმწიფო მომავალშიც შეუწყობს ხელს, რამდენადაც ის უმნიშვნელოვანესია როგორც ფოთისთვის, ისე რეგიონისა და ქვეყნისთვის.

მეთევზეებმა პრემიერ-მინისტრს მხარდამჭერი პროგრამებისთვის მადლობა გადაუხადეს და განაცხადეს, რომ არსებული გემებით თევზჭერის კვოტის სრულად ათვისება ვერ ხერხდებოდა და ქართველი ლიცენზიანტები იძულებულნი იყვნენ, უცხო ქვეყნის კუთვნილი ნაქირავები გემებით ემუშავათ.

თევზმჭერი ფლოტის განახლება, ახალი სამუშაო ადგილების შექმნასთან ერთად, ხელს შეუწყობს დარგში თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვას, თევზჭერის პროდუქტების ასორტიმენტისა და გაყიდვების გეოგრაფიის ზრდას. პროექტის ფარგლებში გაცემული სესხის მოცულობამ 46,4 მილიონი ლარი შეადგენა, ხოლო ჯამური ინვესტიციის რაოდენობა - 47,5 მილიონ ლარს აჭარბებს", - ნათქვამია გავრცელებულ რელიზში.