რაც შეეხება კორუფციასთან ბრძოლას - „თრეის ინთერნეიშენალის“ მიხედვით საქართველო ევროპის 20 საუკეთესო და მსოფლიოს 30 საუკეთესო ქვეყანას შორის არის და პირველ ადგილს იკავებს ქვეკომპონენტში - „კორუფციის რისკის დაბალი ხარისხი ხელისუფლებასთან ურთიერთობისას“. 2021 წლის გლობალური კორუფციის ინდექსის მიხედვით, საქართველო 9 პოზიციით დაწინაურდა და მსოფლიოში 41-ე ადგილს იკავებს. ჩვენი ქვეყანა ევროკავშირის და ნატო-ს წევრ ქვეყნებს, როგორებიცაა - სლოვაკეთი, ხორვატია, ბულგარეთი, უნგრეთი, რუმინეთი, ჩრდილოეთ მაკედონია, მონტენეგრო, ალბანეთი და თურქეთი - უსწრებს. „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ კორუფციის აღქმის ინდექსის მიხედვით, საქართველო 45-ე ადგილზეა 180 სახელმწიფოს შორის და პირველ ადგილზე ვართ რეგიონში, შედარებისთვის, 2012 წელს საქართველო იყო 51-ე ადგილზე,-ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში, მთავრობის საქმიანობის წლიური ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.
როგორც პრემიერმა აღნიშნა, NUMBEO–ს „დანაშაულის ინდექსის“ მიხედვით, 2022 წელს საქართველო მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე უსაფრთხო ქვეყნად არის აღიარებული და რეიტინგში იკავებს მე-14 ადგილს მსოფლიოში.
„საქართველო უსწრებს ისეთ ქვეყნებს, როგორებიცაა - ჩეხეთი, ავსტრია, ფინეთი, დანია, ლიტვა, ლატვია, გერმანია, საფრანგეთი და ა.შ. 2012 წელთან შედარებით, 2022 წლის გლობალური მშვიდობის ინდექსის შეფასების 10 წლიანი გაუმჯობესებით მიღწეული პროგრესის მიხედვით საქართველო მსოფლიოში მეორე ადგილზე გავიდა, რეგიონში არსებული უმწვავესი ვითარების და მათ შორის ჩვენი მიმდინარე ოკუპაციის მიუხედავად.
2012 წელს, შედარებისთვის, მსოფლიოს უკანასკნელ ოცეულში ვიყავით გლობალური მშვიდობის ინდექსის მიხედვით და მიუხედავად იმისა, რომ ომი არ იყო, იყო რეჟიმი, სასტიკი, დანაშაულებრივი, კრიმინალური რეჟიმი, რომელიც საკუთარ ხალხს კლავდა, აწამებდა და აუპატიურებდა.
ჩვენი მთავრობის, ჩვენი გუნდის მიზანია, რომ საქართველო მომდევნო წლების მუშაობის შედეგად ყველა მთავარი გლობალური რეიტინგის წამყვან ხუთეულში შევიყვანოთ. თუ შევადარებთ ჩვენ საქართველოს მონაცემებს მოლდოვას და უკრაინას, ნათელია, ჩვენმა ევროპელმა მეგობრებმა ყველამ კარგად იცის, მთელმა მსოფლიომ იცის და ეს რეიტინგები, რომელიც ჩამოვთვალე, ეს არის მათი დაწერილი, ევროპული, ამერიკული საერთაშორისო გლობალური, ავტორიტეტული ორგანიზაციების მიერ გამოქვეყნებული რეიტინგები,“ - განაცხადა პრემიერმა.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
ლარი ზედმეტადაა გამყარებული - TBC Capital
გურამ ბაღდოშვილი ბაკურიანში რესტორანს ხურავს - მიზეზი
ტექინსპექტირების ცენტრის თანამშრომელი დააკავეს
ემიგრაციიდან საქართველოში დაბრუნებულებს პროექტებს დაუფინანსებენ - განცხადებების მიღება გრძელდება
“ტრეფიკ თრეველის” დამფუძნებელი ცოტნე ჯაფარიძე გუდაურში დააკავეს
1-ელი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება
„დოლარი ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს” - ოთარ ნადარაია
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
ჩინეთის უმდიდრესმა ბიზნესმენმა ქონების 93% დაკარგა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
ხელფასები ორჯერ გავზარდეთ, თუმცა კადრების გადინება მაინც მაღალია - „კულას“ დირექტორი
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი
ბიზნესმენი რომან ფიფია საჯარო განცხადებას ავრცელებს
ქუთაისიდან სვანეთისკენ გვირაბი თუ გაკეთდა, მესტია შვეიცარიის დონის კურორტი გახდება - გურჩიანი