მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ჩვენი მიზანია, საქართველოში აღარ დარჩეს საწარმო, რომელიც გარემოს დააბინძურებს - ბითაძე

61fbc83384d08
BM.GE
03.02.22 16:46
939
პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე, მაია ბითაძე ქალაქ რუსთავში საწარმო „ჯეოსტილს“ ესტუმრა, სადაც ის ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების თვით მონიტორინგის სისტემის მუშაობას გაეცნო.

ეს უკვე მეორე კომპანიაა, რომელიც საქართველოს პარლამენტმა, რუსთავის მერიამ და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ ერთობლივი კამპანიის ფარგლებში შეამოწმეს. ისინი ადგილზე გაეცნენ ჰაერის მონოტორინგის სისტემის გაუმჯობესების მიზნით გაწეულ სამუშაოებს და ამ მიმართულებით დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ საწარმოს ხელმძღვანელებთან ისაუბრეს

„ჯეოსტილი“ არის მეორე კომპანია, სადაც განვახორციელეთ მონიტორინგი და ერთი რამ არის თვალსაჩინო, კომპანიას ბევრად გამოსწორებული აქვს თვითმონოტორინგის და ჰაერის დაბინძურების კონტროლის სისტემა, კვლავ რჩება გარკვეული ღონისძიებები, რომელიც უნდა გატარდეს კომპანიის მხრიდან, თუნდაც ჯართის მართვის კუთხით. ზოგადი ინსპექტირების ფარგლებში ჩვენ ამ პროცესებს შემდეგშიც კონტროლს გავუწევთ.

ეს მონიტორინგი გაგრძელდება რუსთავში არსებულ ყველა ქარხანაში, შევალთ თითოეულ ქარხანაში, თითოეულ ობიექტზე, რომლებსაც წლებია პრობლემები აქვს ატმოსფერული ჰაერის დაბინძურებასთან და თვით მონიტორინგის სისტემასთან დაკავშირებით. ჩვენი მიზანია, არა მხოლოდ რუსთავში, არამედ არსად საქართველოში აღარ დარჩეს ისეთი საწარმო, რომლის ტექნოლოგიური ციკლი, არა მარტო ჰაერის, არამედ გარემოს შემადგენელ სხვა ელემენტებსაც დააბინძურებს“, - განაცხადა მაია ბითაძემ.