მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ჩვენი მთავარი პრობლემა ბიუჯეტის დეფიციტი და ლარის კურსია“ - დეპუტატი

60e819d5d658e
ვიქტორია მღებრიშვილი
09.07.21 14:00
646
საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა პაატა კვიჟინაძემ დღეს საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტზე ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის კანდიდატების მოსმენისას განაცხადა, რომ მთავარი პრობლემა ბიუჯეტის დეფიციტი და ლარის კურსია. დეპუტატმა ამ პრობლემების გადაჭრის გზებზე ისაუბრა და განაცხადა:

„ჩვენი მთავარი პრობლემა დღეს ბიუჯეტის დეფიციტი და ლარის კურსია. ეს იწვევს ინფლაციის ზრდას ცალსახად.

საიდუმლო არ არის, მე ბატონ კობასთან(გვენეტაძესთან - სების პრეზიდენტი) ბევრჯერ მქონდა ამაზე საუბარი: იყო ტენდენციები, როდესაც მაღლა მიდიოდა ლარის კურსი, უშვებდნენ ვალუტას, ხოლო როდესაც მყარდებოდა, შედიოდნენ ვაჭრობაში და წყვეტდნენ დაბლა ჩამოსვლას(გამყარებას). 

თუ თავისუფალია ბაზარი, თავისუფალი უნდა ყოფილიყო, თუ არადა მაქსიმალურად გვეზრუნა, რომ არ ეხტუნა(ლარის კურსს). ლარის კურსს განსაკუთრებული ყურადღების მიქცევა უნდა“, - განაცხადა პაატა კვიჟინაძემ.