მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“ჩვენი პირდაპირი მიზანი არის უცხოურ ბაზარზე გასვლა“ – Film Collectiv-ი

6418783b7f9a4
ნანუკა ნარიმანიძე
26.03.23 18:00
729
ვიდეო წარმოების კომპანია Film Collectiv საერთაშორისო ბაზარზე გასვლას გეგმავს, - ამის შესახებ კომპანიის დამფუძნებელმა მარიამ ყაჭაშვილმა გადაცემა „ქალების ნარატივში“ სტუმრობისას ისაუბრა.

„გვინდა საქართველოს ბაზრის ბოლომდე ათვისება, გვაქვს ფართომასშტაბიანი გეგმები და ჩვენი პირდაპირი მიზანია უცხოურ ბაზარზე გასვლა, რაზეც აქტიურად ვმუშაობთ“, - დასძინა მან.

დამფუძნებლის თქმით, კომპანიას მოლაპარაკება ჰქონდა, როგორც დიდი ბრიტანეთის ერთ-ერთ ბრენდთან, ასევე სხვა უცხოური ბაზრის ბრენდებთან, რომელზეც აქტიურად მიდის მუშაობა და მალე ფართო აუდიტორიისთვისაც გახდება ცნობილი.

ამასთან, მარიამ ყაჭაშვილმა ბიზნესის მომგებიანობაზეც ისაუბრა: „საქართველოში მსგავსი ბიზნესები ბევრი არ არის, სწორედ ამიტომ, ჩემი აზრით ძალიან წარმატებული და მომგებიანია“.

Film Collectiv-მა ამ დროისთვის დაახლოებით 25 კომპანიასთან ითანამშრომლა, ასევე, დამფუძნებლის თქმით, კომპანიას ჰყავს ლოიალური მომხმარებელიც, რომელთანაც კომპანია ყოველთვიურად თანამშრომლობს. „ჩვენ ვითვალისწინებთ ბრენდის ღირებულებასა და მის პოლიტიკას, ვცდილობთ მუსიკის და კადრების დინამიკის სინთეზით შევქმნათ ფილმის ტიპის ვიდეოები, რომელიც ემოციას იწვევს მაყურებელში, ეს, როგორც დამკვეთ კომპანიებს, ისე აუდიტორიასაც ძალიან მოსწონს“ - აღნიშნა მან.

Film Collectiv 2022 წლის შემოდგომას შეიქმნა და ის ექვს ადამიანს ასაქმებს, კომპანია თვეში 3-4 პროექტზე მუშაობს, კომპანიამ განახორციელა პროექტები ისეთ ბრენდებთან, როგორებიცაა: “RECKLESS”, “MUZARADI”, “GEORGE KEBURIA”, “LAKO BUKIA” და ა.შ.