მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ჩვენი პროგნოზით, რეფინანსირების განაკვეთი 0.5 პროცენტული პუნქტით შემცირდება - ვახტანგ ბუცხრიკიძე

6453583923c09
ლიკა გურაბანიძე
04.05.23 11:04
922
“ჩვენი პროგნოზია, რომ რეფინანსირების განაკვეთი 0.5 პროცენტული პუნქტით შემცირდება",- ამის შესახებ თიბისის გენერალურმა დირექტორმა ვახტანგ ბუცხრიკიძემ, BMG-ს მიერ დასმულ კითხვაზე საპასუხოდ განაცხადა.

მისი თქმით, ინფლაციის მაჩვენებლის შემცირების ფონზე, უკვე რეფინანსირების განაკვეთის შემცირებაც შესაძლებელია.

“ცოტა ხნის წინ ინფლაციის მაჩვენებლები გამოქვეყნდა და ჩვენც როგორც მოლოდინი გვქონდა, ის საკმაოდ შემცირებულია. ჩვენ ისევ იმ პოზიციაზე ვრჩებით, მოლოდინი გვაქვს, რომ რეფინანსირების განაკვეთი შემცირდება. გააჩნია [სებ-ის მხრიდან] როგორი პოლიტიკა იქნება არჩეული.

მე დაახლოებით ერთი თვის წინ BMGTV-ზე გიორგი ისაკაძესთან ეთერში სტუმრობისას დავაანონსე, რომ რეფინანსირების განაკვეთი შემცირდებოდა, რადგან ტრენდი აჩვენებდა, რომ ინფლაცია შემცირდებოდა, ამიტომ რეფინანსირების განაკვეთის კლება მაშინაც შეიძლებოდა. ახლა კი რეფინანსირების განაკვეთის შემცირება ცალსახად შესაძლებელია.” - განაცხადა ბუცხრიკიძემ.

ცნობისთვის, ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის მომდევნო სხდომა 10 მაისსაა ჩანიშნული.