მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ჩვენი პროგნოზით, ვადაგადაცილებული სესხების მოცულობა 300%-ით გაიზრდება“

5ee5f0b9772bc
ელენე გოგბერაშვილი
14.06.20 15:00
2167

მიკროსაფინანსო ბაზრის ყველაზე მსხვილი მოთამაშის, „კრისატალის“ პროგნოზით, პანდემიის გავლენით უმოქმედო სესხების მოცულობა დაახლოებით 3-ჯერ გაიზრდება.  ორგანიზაციის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე bm.ge-თან საუბარში აცხადებს, რომ კაპიტალის შემცირება და ეროზია არამხოლოდ კრისტალის, არამედ ყველა ფინანსური ინსტიტუტის შემთხვევაშია მოსალოდნელი. მისი შეფასებით, წელს კარგად კაპიტალიზებულ კომპანიებსაც გაუჭირდებათ, მაგრამ ეს არ ნიშნავს დასასრულს.

მიკროსაფინანსო ორგანზიაციების წმინდა აქტივების მოცულობა 2019 წლის მდგომარეობით მილიარდ 378 მილიონს შეადგენდა. საბაზისო სცენარით, მისოების პორტფელი წელს დაახლოებით 10%-ით შემცირდება, ვადაგადაცილებული სესხების ზრდამ კი შესაძლოა 300%-ს გადააჭარბოს.

"ფინანსური შედეგები იქნება ცოტა ხანი უარყოფითი, რაც ბუნებრივია, რადგან ამხელა გამოწვევა ეკონომიკას მეორე მსოფლიო ომის შემდეგ არ ჰქონია როგორც ექსპერტები ამბობენ, თუმცა სექტორი გამოძვრება და გააგრძელებს ფუნქციონირებას.

შარშან სექტორის პორტფელი ოდნავ გაიზარდა, თუმცა წელს იქნება კლება. გააჩნია რა დინამიკით წარიმართება პანდემია. საბაზისო სცენარებში ვფიქრობთ, 10%-იანი კლება იქნება. თუ არ გვექნება შემდეგი ტალღები შეიძლება 5%-იანი კლებითაც მორჩეს ეს ყველაფერი.

პორტფელი მცირდება. ვადაგადაცილებები ჩვენი პროგნოზით, დაახლოებით 300%-ით გაიზრდება, შეიძლება მეტითაც კი ანუ უმოქმედო სესხები სამჯერ გაიზრდება. ეს არის სწორედ ის დიდი ხარჯი, რომელიც აწვება კომპანიის მომგებიანობას, რადგან გაზრდილ უმოქმედო ვალებს სჭირდება რეზერვების შექმნა.

ჩვენ ავსახავთ ეკონომიკის ზოგად მდგომარეობას და როცა ეკონომიკას უჭირს, ეს ჩვენზე ძალიან ცუდად აისახება. იმედია ჩვენი ქვეყანა დაძლევს ამ გამოწვევას და ეკონომიკაც დიდი რეცესიასაც არ გაივლის“-აცხადება არჩილ ბაკურაძე.

 

2020 წლის პირველი კვარტლის მდგომარეობით, აქტივების ზომის თვამსაზრისით უმსხვილესი მიკროსაფინანსო ორგანიზაცია “კრისტალია", რომლის აქტივებიც 411 მილიონ ლარს, მთლიანი სასესხო პორტფელი კი 310 მილიონ ლარს აჭარბებს. ბაზრის მეორე უმსხვილესი მოთამაშე “რიკო ექსპრესია”, ჯამურად, სფეროს აქტივები პირველი კვარტლისთვის მილიარდ 45 მილიონ ლარს შეადგენს.