ჩვენი ხელისუფლება აკეთებს მაქსიმუმს, რომ დღეს ქვეყანაში შენარჩუნებული იყოს მშვიდობა, სტაბილურობა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, პარლამენტში განაცხადა, სადაც ინტერპელაციის წესით დეპუტატების შეკითხვებს პასუხობს.
მთავრობის მეთაურის თქმით, ბოლო ორი წელი ქვეყანას აქვს ორნიშნა ეკონომიკური ზრდა და მთლიანი შიდა პროდუქტი გაიზარდა თითქმის 30 მილიარდი ლარით.
„მინდა ვთქვა ძვირფასო მეგობრებო, ჩვენი ხელისუფლება აკეთებს მაქსიმუმს, რომ დღეს ქვეყანაში შენარჩუნებული იყოს მშვიდობა, სტაბილურობა. დღეს ჩვენი ქვეყანა არის ყველაზე სწრაფად განვითარებადი ეკონომიკა. ჩვენ ბოლო ორი წელი გვაქვს ორნიშნა ეკონომიკური ზრდა. მთლიანი შიდა პროდუქტი, ჩვენი ეკონომიკა გავზარდეთ თითქმის 30 მილიარდი ლარით. ერთ სულ მოსახლეზე გადაანგარიშებით ეს გამოდის უკვე 8 000 დოლარი, წელს ასე იქნება ყოველ შემთხვევაში.
შენარჩუნებული არის მშვიდობა, სტაბილურობა, და რა თქმა უნდა, ჩვენ არ დავუშვებთ არავითარ დესტაბილიზაციას. ეს არის საკითხები, რომელზეც ქალბატონი თეონა აქუბარდია და კითხვების ავტორები უნდა ფიქრობდნენ. მე მინდა, მათი პოზიცია გავიგო, როგორ აფასებენ ჩვენი დესტრუქციული, ქვეყნის შიგნით მოქმედი მეხუთე კოლონის რადიკალურ ექსტრემისტულ მოქმედებებს და უწოდებენ თუ არა ისინი საფრთხეს ჩვენი ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოებისთვის“, - განაცხადა პრემიერმა.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
რუსეთის გარდა, რომელ ქვეყნებთან აქვს საქართველოს 1-წლიანი უვიზო რეჟიმი? - სია
გიორგი კაკაურიძის თქმით, შესაძლოა, გარკვეულ თვეებში დეფლაცია დაფიქსირდეს
საქართველოში მოქმედი 15 ბანკიდან ორი ზარალზეა
საავტომობილო გზების დეპარტამენტი რიკოთის მაგისტრალის მშენებლობის შესახებ განცხადებას ავრცელებს
როდის აღდგება მოძრაობა რიკოთის გზაზე? - განმარტება
ლარი ზედმეტადაა გამყარებული - TBC Capital
გურამ ბაღდოშვილი ბაკურიანში რესტორანს ხურავს - მიზეზი
ტექინსპექტირების ცენტრის თანამშრომელი დააკავეს
ემიგრაციიდან საქართველოში დაბრუნებულებს პროექტებს დაუფინანსებენ - განცხადებების მიღება გრძელდება
1-ელი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება
„დოლარი ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს” - ოთარ ნადარაია
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი