მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა არის ის, რაც არის - შესაძლებლობები არ არის უსაზღვრო"

5d959b47223bc
ელენე გოგბერაშვილი
03.10.19 10:53
2112
„ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა არის ის, რაც არის - შესაძლებლობები არ არის უსაზღვრო“, - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა თეა წულუკიანმა „ქართული ოცნების“ ხელისუფლების 7-წლიანი საქმიანობის შეფასებისას განაცხადა.

წულუკიანი ამბობს, რომ იმ დაპირებებიდან, რაც 2012 წლის არჩევნებისთვის „ქართულმა ოცნებამ“ გასცა, უმრავლესობა შეძლებისდაგვარად შესრულებულია.

„არ არსებობს პოლიტიკური დაპირება, რომლიც 100%-ით სრულდება. როდესაც ხარ პოლიტიკაში, რაღაცას შეძლებ, რაღაცას ვერ შეძლებ. მთავარია, რომ „ქართული ოცნების“ ხელიფულება ყოველთვის იყო თავისი ღირებულებების ერთგული.

რაც შეეხება ეკონომიკას და სხვა პარამეტრებს, აქ ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა არის ის, რაც არის. შესაძლებლობები არ არის უსაზღვრო, მაგრამ მთავარია, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ იმ ეკონომიკური შესაძლებლობების პირობებში, რაც ქვეყანას აქვს, საკუთარი მოქალაქეებისთვის მაქსიმუმი გააკეთა “, - აცხადებს თეა წულუკიანი.