ჯანდაცვის სამინისტრომ საკონსულტაციო საბჭო შექმნა, რომელმაც საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს მიერ გაცემული რეკომენდაციების აღსრულებაზე უნდა იმუშაოს. აღნიშნულ საკონსულტაციო ჯგუფში შედის საქართველოს ბიზნეს ასოციაციის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე, ნინა კობახიძეც.
მისი განმარტებით, სამუშაო ჯგუფის წევრები შეთანხმდნენ, რომ ერთ-ერთი პირველი ნაბიჯი, რომელიც უნდა გადაიდგას, ელექტრონული, ჯენერიკული რეცეპტების დანერგვაა. იმისთვის, ბაზარზე უხარისხო ჯენერიკული მედიკამენტები არ მოხვდეს, კობახიძე ამბობს, რომ საბჭოს რეკომენდაცია იქნება, ის ევროპაში აღიარებულ ლაბორატორიებში გადამოწმდეს, რადგან მსგავსი ინფრასტრუქტურა საქართველოს არ აქვს.
„ჩვენ შევთანხმდით, რომ პირველი 5 პუნქტი არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი. ეს არის ელექტრონული რეცეპტები, რომელსაც მოჰყვება ჯენერიკული დასახელების მედიკამენტების დანიშვნა. ერთს მეორის გარეშე აზრი არ აქვს და ამაზე შევთანხმდით. იმისთვის, რომ დავიცვათ მომხმარებელი უხარისხო მედიკამენტისგან, რადგან ჩვენ არ გვაქვს მზარდი ლაბორატორიები, რომელიც ამის გადამოწმებას მოახდენს, ალბათ ჯგუფის რეკომენდაცია იქნება, რომ მოხდეს ევროპაში აღიარებული პრინციპით შემოტანა მედიკამენტების, ასევე ლაბორატორიაში გადამოწმება, როგორც ეს სხვა ქვეყნებში ხდება.
ის, რომ ჯენერიკების ხარისხი იყოს კონტროლირებადი, წამლის სააგენტოს ასევე დაეკისრება მთელი რიგი პროცედურები, რომლითაც უნდა უზრუნველყონ კონკრეტული ჯენერიკების ფალსიფიცირების და დაბალი ხარისხის თავიდან აღმოფხვრა. მონიტორინგს და კონტროლს ძალიან დიდი როლი ექნება ამ პროცესში. მთელი აქცენტი კეთდება იმაზე, რომ ჯენერიკების დანიშვნის შემთხვევაში ქვეყანაში იყოს ხარისხიანი ჯენერიკები და არ გაგვეპაროს რაიმე ტიპის უხარისხო მედიკამენტი ბაზარზე“-აცხადებს კობახიძე.
მისი თქმით, მინისტრის დავალებით მისი მოადგილეები შესაბამის სამოქმედო გეგმას უკვე სავარაუდოდ, მომავალ კვირაში მოამზადებენ.
„სიურპრიზი იყო და გამიხარდა, რომ სამინისტროს აქვს რაღაც პროგრამა. მაგალითად შემუშავებულია ელექტრონული პროგრამის მეთოდოლოგია. ჩვენ შევთავაზეთ ასევე სადაზღვეოების გამოცდილება, რომლებიც წლებია ამას აკეთებენ, თუ როგორ ხდება ელექტრონულად მედიკამენტების დანიშვნა.
ასევე მსჯელობა მიმდინარეობდა ქრონიკულ მედიკამენტებზე გაკეთდეს ხელმისაწვდომობა უფრო მეტად, სოც. დაუცველებისთვის, თუ როგორ დავიწყოთ, ეს გვეცოდინება როგორც კი შეჯერდება სამოქმედო გეგმა“-აცხადებს ნინა კობახიძე.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
Forbes-ის მილიარდერების განახლებული რეიტინგი - სიაში ორი ქართველია
ხვალ, თბილისში 6200 აბონენტს გაზის მიწოდება დროებით შეუწყდება
რას ნიშნავს რუსულ ტექნიკაზე გამოსახული სიმბოლო “Z”?
„რომპეტროლ საქართველოს“ სერვისები გათიშულია - კომპანია განცხადებას ავრცელებს
რუსეთის კოსმოსური სააგენტო დაჰაკულია, სადაზვერვო სატელიტები გათიშულია - Anonymous
უკრაინის პრემიერის ტექსტი, რომელიც ქართულადაა დაწერილი, ბევრ ეჭვს მიჩენს - ზალკალიანი
მაკრონი საქართველოს და მოლდოვას მხარდასაჭერად Twitter-ზე განცხადებას ავრცელებს
სანქცირებული რუსული ბანკების ბარათები Apple Pay-სა და Google Pay-ში აღარ მოქმედებს
NATO-მ სამხედრო გეგმის განხორციელება გადაწყვიტა, ეს არის ჩვენი თავდაცვა – სტოლტენბერგი
დაუწესებს თუ არა საქართველო სანქციებს რუსეთს? - ღარიბაშვილის პასუხი
“სავარაუდოდ, ათი დღის შემდეგ მკაცრი შეზღუდვებისგან გათავისუფლება ჩვენც უნდა დავიწყოთ" - კულუმბეგოვი
პანდემიის დასასრულებლად, WHO მდიდარ ქვეყნებს 14 მლრდ ევროს გადახდისკენ მოუწოდებს
"თურქული მედიკამენტები ქართველი მომხმარებლის მოთხოვნას ვერ დააკმაყოფილებს"
რისგან შედგება თამბაქოს გასახურებელი ღერები და რით განსხვავდება ის ტრადიციული სიგარეტისგან?
"მაგთი" ულიმიტო 25-ლარიან პაკეტს აუქმებს - ტარიფები ძვირდება
5 მითი გასახურებელი თამბაქოს შესახებ
"კარფურის" 300-ზე მეტი სუპერმარკეტის მმართველი კომპანიის დამფუძნებელი, მილიარდერი მაჯიდ ალ ფუტაიმი გარდაიცვალა
საშემოსავლო გადასახადისგან გათავისუფლება სოცდაუცველების დასაქმების სანაცვლოდ - შეთავაზება მთავრობას
რა ტოქსიკური ნივთიერებები გამოიყოფა სიგარეტის წვის დროს?
"1 გრამ შაფრანს საერთაშორისო ბაზარზე 10 დოლარად ვყიდი“ - გორში "წითელ ოქროს“ აწარმოებენ