ტრანსკასპიური მარშრუტი ანუ შუა დერეფანი განსაკუთრებით ყურადღების ცენტრშია. რუსეთ-უკრაინის ომის ფონზე, ეს უმოკლესი გზაა აზიიდან მომავალი ტვირთები რუსეთის გვერდის ავლით მოხვდეს ევროპაში. სატრანსპორტო ხაზების გადალაგების შედეგად, განსაკუთრებით სამხრეთ კავკასიის ქვეყნების სატრანზიტო მნიშვნელობამ წამოწია წინა პლანზე.
ამ კონტექსტში PMCG-მ ომამდე საზღვაო ვაჭრობა შავ ზღვაში და პორტების არსებული მდგომარეობა შეაფასა. „ქართული პორტების ინფრასტრუქტურა ნაკლებად დამაკმაყოფილებელია“, - ამბობს PMC-ის ხელმძღვანელი, გიორგი ხიშტოვანი.
„პოტენციალი ძალიან დიდი აქვს შუა კორიდორს. იმისათვის, რომ მოხდეს ამ პოტენციალის რეალიზება, აუცილებელია, რომ რეგიონის ქვეყნის მთავრობებს და კერძო სექტორს შორის თანამშრომლობა იყოს მაღალი.
გამოიკვეთა, რომ ინფრასტრუქტურის ხარისხი არ არის მაღალი, მეორე მხრივ გამოიკვეთა, რომ არსებობს კონკრეტული წინააღმდეგობები, რომლებიც დაკავშირებულია სარეგულაციო გარემოსთან შავი ზღვის სხვადასხვა ქვეყანაში, რაც ართულებს, აძვირებს ტრანსპორტირებას და ის პოტენციალი, რაც აქვს შუა დერეფანს, ამის რეალიზება ვერ ხერხდება. ჩვენი რეკომენდაცია მიმართულია რეგულატორული გარემოს ჰარმონიზაციაზე, რათა თანამშრომლობა იყოს ყველასთვის მომგებიანი. აუცილებელია სხვადასხვა პლატფორმის ამოქმედება და მეორე მხრივ არსებული პლატფორმების უფრო აქტიურად გამოყენება, რომ კერძო სექტორმა უკეთესად შეძლოს თანამშრომლობა.
ამ ეტაპზე ჩვენი საპორტო ინფრასტრუქტურა შეფასებულია ნაკლებად დამაკმაყოფილებლად იქიდან გამომდინარე, რომ ათვისება იმ ინფრასტრუქტურის, რაც გვაქვს არ ხერხდება იმ მასშტაბით, ვინაიდან გადამზიდი საშუალებები, რაც საჭიროა, არ არის ხელმისაწვდომი. მაგალითისთვის მოვიყვანეთ, თუ რამდენად არის მნიშვნელოვანი რეგიონში, პირობითად ფოთისა და ბულგარეთის სხვადასხვა პორტის დაკავშირება, ასეთი ტიპის კავშირების დამყარება იქნება პირობა იმისთვის, რომ ეს პოტენციალი სრულად იქნას რეალიზებული“,-ამბობს გიორგი ხიშტოვანი.
გამოწვევაა ტრანსპორტირების ხარჯები. როგორც PMC-ის ხელმძღვანელი განმარტავს, მნიშვნელოვანია არსებობდეს პლატფორმები, რომ ღია იყოს დისკუსია პრობლემებზე, რათა შუა კორიდორის შესაძლებლობით ყველა მონაწილე მხარემ სარგებელი მიიღოს.
„ტრანსპორტირების სიძვირეს ქმნის ის გარემოება, რომ სხვადასხვა აქტორი არის ჩართული ამ პროცესში, არ ეხება ეს მხოლოდ წყლის ინფრასტრუქტურას, აქ აუცილებელია მათ შორის რკინიგზის სხვადასხვა ნაკადების უფრო ეფექტიანად მომსახურება, მაგალითად, ძალიან მნიშვნელოვანია დიალოგი არამხოლოდ შავი ზღვის ქვეყნების მთავრობებთან, არამედ მომიჯნავე ქვეყნების მთავრობებთან, რომ ღია იყოს დისკუსია პრობლემებზე. ძალიან მნიშვნელოვანია ისიც, რომ გამოწვევები, რაც თან ახლავს ტრანსპორტირებას აზერბაიჯანის რკინიგზის გავლით, იყოს უფრო მაღალ დონეზე ორგანიზებული, იმისთვის, რომ ის ნაკადები, რაც აზიიდან მოდის და შესაძლოა გატარებულ იქნას შუა დერეფნის საშუალებით, გატარდეს და არ მოხდეს მისი გადამისამართება სხვა არხებით“,-აცხადებს გიორგი ხიშტოვანი.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
ლარი ზედმეტადაა გამყარებული - TBC Capital
გურამ ბაღდოშვილი ბაკურიანში რესტორანს ხურავს - მიზეზი
ტექინსპექტირების ცენტრის თანამშრომელი დააკავეს
ემიგრაციიდან საქართველოში დაბრუნებულებს პროექტებს დაუფინანსებენ - განცხადებების მიღება გრძელდება
“ტრეფიკ თრეველის” დამფუძნებელი ცოტნე ჯაფარიძე გუდაურში დააკავეს
1-ელი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება
„დოლარი ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს” - ოთარ ნადარაია
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
ჩინეთის უმდიდრესმა ბიზნესმენმა ქონების 93% დაკარგა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
ხელფასები ორჯერ გავზარდეთ, თუმცა კადრების გადინება მაინც მაღალია - „კულას“ დირექტორი
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი
ბიზნესმენი რომან ფიფია საჯარო განცხადებას ავრცელებს
ქუთაისიდან სვანეთისკენ გვირაბი თუ გაკეთდა, მესტია შვეიცარიის დონის კურორტი გახდება - გურჩიანი