მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ჩვენი შეფასებით, რუსეთიდან გზავნილების მოცულობა დროთა განმავლობაში უნდა შემცირდეს - ლეჟავა

633407792ef85
მარიამ ვარადაშვილი
28.09.22 12:40
514
ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი პაპუნა ლეჟავა მოელის, რომ რუსეთიდან ფულადი გზავნილები შემცირდება და ისტორიულ მაჩვენებელს დაუბრუნდება.

“ჩვენი შეფასებით, გზავნილების ეს მოცულობა დროთა განმავლობაში უნდა შემცირდეს და დაუბრუნდეს ისტორიულ მაჩვენებელს, თუმცა ეს რამდენ ხანში მოხდება, ამის განსაზღვრა რთულია. ეს შესაძლოა ერთ წელზე მეტ ხანს გაგრძელდეს. რაც შეეხება ტურიზმს, მიგრანტები, რომლებიც დროებით შემოდიან საქართველოში, მათი შემოსვლაც ტურიზმის სტატისტიკაში აღირიცხება, თუმცა არსებობს გარკვეული კვლევები, რომლის საფუძველზეც მიგრანტების დიდი ნაწილი ამბობს, რომ 0.6-1 წლამდე ხედავს საქართველოში დარჩენის შესაძლებლობას.

ეს ყველაფერი გეოპოლიტიკურ მდგომარეობაზეა დამოკიდებული. დარწმუნებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამ ნაკადის ნაწილი დროებით არის აქ, თუმცა მცირე ნაწილი შესაძლოა უფრო ხანგრძლივად დარჩეს ქვეყანაში”,-აცხადებს ლეჟავა.