მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ჩვენი შეთავაზება ბიზნესისთვის უალტერნატივოა“ - რას სთავაზობს Glovo კომპანიებს?

6346b6e7b7b7f
ვიქტორია მღებრიშვილი
13.10.22 09:36
2338
„ჩვენი შეთავაზება მცირე და საშუალო ბიზნესისთვის უალტერნატივოა“ - ეს განცხადება "Glovo საქართველოს" ფინანსურმა დირექტორმა საბა მჭედლიშვილმა „საქმიან დილაში“ სტუმრობისას გააკეთა.

მისი განმარტებით, მცირე და საშუალო ბიზნესს გაციფრულებისა და საჭირო აუდიტორიის მოცვისთვის, საკმარისი ფინანსური რესურსის ნაკლებობა აქვთ, ამიტომ Glovo მათ ბიზნესპროცესების ციფრულ სივრცეში ინტეგრაციის საშუალებას აძლევს.

„დღეს, მცირე ბიზნესისთვის საკმაოდ ბევრ გამოწვევა არსებობს, იქნება ეს დიდი კაპიტალური დანახარჯები, აპლიკაციის თუ ვებგვერდის შექმნა. ელექტრონული კომერციის ნაწილში, მომხმარებლისთვის პროდუქტების სწრაფი შეთავაზების მიზნით, ბიზნესის ციფრულ სივრცეში ინტეგრაციები კრიტიკულად მნიშვნელოვანია. ამ ბარიერის გავლის შემდეგ, ბიზნესი კიდევ ერთ ბარიერს აწყდება, რაც აქტიური მომხმარებლის მოზიდვაა. ჩვენ მცირე და საშუალო ბიზნესს ყველაფერს გამართულს და ათიათასობით აქტიურ კლიენტს ვთავაზობთ, რომელიც ყოველთვიურად Glovo-ს აპლიკაციაში შემოდის და გარკვეული შენაძენის გასაკეთებლად მზად არის. აღნიშნული შეთავაზება მცირე და საშუალო ბიზნესისთვის უალტერნატივოა, რათა თავისი ბიზნესი ელკომერციის სივრცეში გადაიტანონ“, - განაცხადა მჭედლიშვილმა.

"Glovo საქართველოს" კომერციული დირექტორი თორნიკე გაბიწინაშვილის თქმით, კომპანიას დღეისთვის საქართველოს 10 ქალაქში 2 000-ზე მეტ კომპანიასთან პარტნიორობს.

„ამ პერიოდის განმავლობაში ჩვენ 2 000-ზე მეტ მცირე და საშუალო კომპანიას, ბიზნესის გაციფრულებაში დავეხმარეთ და მათი გაყიდვები ელკომერციის სივრცეში გადავიტანეთ. ამ მიმართულებით კიდევ უფრო გააქტიურებას ვფიქრობთ. დღევანდელი გამოწვევა გულისხმობს იმას, რომ კომპანიებმა დროულად და სწრაფად უნდა შეძლონ ელკომერციაში თავისი ბიზნესის ადაპტირება“, - აღნიშნა მან.

“გვაქვს ამბიცია ქვეყანაში ნომერ პირველი ელექტრონული კომერცია გავხდეთ“ - Glovo