06.დეკემბერი.2018 09:10
ეკონომიკა, ბიზნესი

“ჩვენი თაობის თემაა, რომ დავიწყოთ საპენსიო დაგროვება“

“ჩვენი თაობის თემაა, რომ დავიწყოთ საპენსიო დაგროვება“
მიუხედავად იმისა, რომ 2019 წლის 1 იანვრიდან დაგროვებითი საპენსიო სქემის მიხედვით, დამსაქმებელს თითოეული დასაქმებულის დაუბეგრავი ხელფასის 2%-ის ინდივიდუალურ ანგარიშზე განთავსება მოუწევთ, ბიზნესმენი ლაშა პაპაშვილი ფიქრობს, რომ 2%-იანი გადასახადი ბიზნესისთვის წნეხი არ იქნება.

ის ამბობს, რომ სწორედ ჩვენმა თაობამ უნდა გადადგას ეს ნაბიჯი და ქვეყანამ დაიწყოს საპენსიო დაგროვება.

„ვფიქრობ, ეს არ იქნება წნეხი ბიზნესისთვის. ჩვენ არ გვყავს ათასობით თანამშრომლები, გვაქვს დივერსიფიცირებული ბიზნესები, შესაბამისად, ვფიქრობ, ამ თაობის თემაა დავიწყოთ საპენსიო დაგროვება ამ ქვეყანაში. ტექნიკურად არა მგონია, გაუჭირდეთ ჩვენს ბუღალტრებს. ბიზნესი მზად არის. არავისგან მსმენია, რომ პრობლემაა და ვინმეს დახმარება სჭირდება“, - აცხადებს ბიზნესმენი BM.GE-თან საუბარში.

„საპენისო შენატანების ადმინისტრირების ელექტრონული სისტემა სატესტო რეჟიმში უკვე გაეშვა. ნაწილობრივ სავალდებულო დაგროვებითი საპენსიო სისტემა კი, ძალაში 2019 წლის 1 იანვრიდან შევა.
ავტორი: ელენე გოგბერაშვილი

19.მაისი.2019 14:21
31

რა მოცულობის FDI-ს ელოდება საქართველო 2019 წელს? - ნათია თურნავას პასუხი

ვრცლად
19.მაისი.2019 13:30
71

ბიომეწარმეების ხმა პრემიერს - რა შეღავათები სჭირდება ბიზნესს?

ვრცლად
19.მაისი.2019 11:51
176

მინისტრი: უნდა ვიყოთ უფრო პროაქტიულები ანუ შემოვიყვანოთ მიზნობრივი ინვესტორები

ვრცლად
19.მაისი.2019 11:10
414

მარტვილში მდებარე ლებარდეს ხეობა, შესაძლოა, ოთხსეზონიან კურორტად იქცეს

ვრცლად
19.მაისი.2019 10:30
92

დღეს, საქართველოს IMF-ის მმართველი დირექტორი ეწვევა

ვრცლად
19.მაისი.2019 00:03
363

რა გვიჯდება სტრატეგიული სატრანსპორტო მდებარეობის გამოუყენებლობა?

ვრცლად