მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ჩვენი თვითმიზანი არ არის, რომ სოფლის მეურნეობის წილი ეკონომიკაში გაიზარდოს"

5ebd145026fb7
ინგა მურუსიძე
14.05.20 14:10
1026
ჩვენი თვითმიზანი არ არის, რომ სოფლის მეურნეობის წილი ეკონომიკაში გაიზარდოს, - ამის შესახებ გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, მთავრობას სურს, რომ ეკონომიკა იზრდებოდეს ძალიან სწრაფად, იზრდებოდეს სოფლის მეურნეობის გამოშვებაც და დამატებითი ღირებულებაც, რომელიც სოფლის მეურნეობიდან გამოდის.

„ჩვენი თვითმიზანი არ არის, რომ სოფლის მეურნეობის წილი ეკონომიკაში გაიზარდოს. შეიძლება უცნაურად მოგეჩვენოთ, მაგრამ ასეა. ჩვენ გვინდა, რომ ეკონომიკა იზრდებოდეს ძალიან სწრაფად, იზრდებოდეს სოფლის მეურნეობის გამოშვებაც და დამატებითი ღირებულებაც, რომელიც სოფლის მეურნეობიდან გამოდის. ჩვენ გვინდა, რომ სოფლის მეურნეობა თანაბარწილად იზრდებოდეს და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ანუ, მნიშვნელოვანია გავიგოთ, რომ სოფლის მეურნეობაში იზრდება პროდუქტიულობა. როცა სოფლის მეურნეობაში ზრდაზე და ეფექტიანობაზე ვსაუბრობთ, არასწორი ანალიზი კეთდება და შეფასებები ძალიან დილეტანტურია.

მნიშვნელოვანია, გავითავისოთ სტრუქტურა - დაახლოებით 900 ათასი დასაქმებულიდან სოფლის მეურნეობაში 600 ათას დასაქმებულზეა ჩამოსული, რაც 20 წლის ტენდენციაა, თან ბუნებრივი, რადგან სოფლის მეურნეობაში დასაქმება არის სხვა სერვისების და სხვა დარგების დასაქმების წყარო. დღეს, როცა ვსაუბრობთ ეკონომიკურ ზრდაზე, უნდა ვთქვათ, რომ ეკონომიკური ზრდა ვერ იქნებოდა, თუკი დასაქმებულთა დიდი არმია არ გადავიდოდა სოფლის მეურნეობიდან სხვა სფეროებში“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.