მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“ჩვენს გაყიდვებში ექსპორტის წილი 70%-ია” - "ნუგბარი"

61cc3dcfccf8a
მარიამ იზორია
29.12.21 21:40
574
კომპანია “ნუგბარი” ჩურჩხელის ექსპორტს 26 ქვეყანაში, მათ შორის ბელარუსში, ლიეტუვაში, ლატვიაში, უკრაინაში, ჩეხეთსა და გერმანიაში ახორციელებს.

როგორც “ნუგბარის” დამფუძნებელი ბიძინა ფოლადიშვილი bm.ge-სთან აღნიშნავს, კომპანიისთვის პრიორიტეტი საექსპორტო ბაზრებია, რადგან უცხოელი პარტნიორები პროდუქტის საფასურს წინასწარ იხდიან.

“ნუგბარის გაყიდვებში ექსპორტის წილი 70%-ია, ეს მიმართულება მუდმივად მზარდია, ამას ადასტურებს ისიც, რომ კომპანიისთვის ექსპორტის მაჩვენებელი ბოლო 5 წელია ორმაგდება. ჩვენთვის უცხოელ პარტნიორებთან მუშაობა ძალიან კომფორტულია, რადგან ისინი თანხას წინასწარ იხდიან, ადგილობრივ ბაზრებზე კი სავაჭრო ქსელებთან ურთიერთობა საკმაოდ რთულია, რადგან აქ რეალიზაციის პრობლემაა და თანხის ამოღება ჭირს. აქედან გამომდინარე, 2022 წელსაც ახალი ბაზრების ათვისებას გავაგრძელებთ”, - განმარტავს “ნუგბარის” დამფუძნებელი.

ცნობისთვის, ახალი წლის პერიოდში “ნუგბარის” ჩურჩხელის ფასი 2.80-დან 4.50-მდე მერყეობს, სასაჩუქრე შეფუთვების ფასი კი 12 ლარიდან იწყება და 40 ლარამდე ადის.