მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“ჩვენს მთავრობას საკუთარ შეცდომებზე სწავლა არ შეუძლია” - ვატო ასათაშვილი

617053f6e3822
ანუკა ჯოხაძე
20.10.21 21:51
690
ქვეყანაში პანდემიის მეხუთე ტალღა დაიწყო. ყოველდღიურად მატულობს ინფიცირების მაჩვენებელი, შესაბამისად, ბიზნესმა გასული წლის გამოცდილებიდან გამომდინარე შესაძლო ჩაკეტვებზე დაიწყო საუბარი.
ჯერჯერობით უცნობია მთავრობის პოზიცია 2021-22 წლის ზამთრის სეზონზე კურორტების მუშაობასთან დაკავშირებით. ინფორმაციას ამის შესახებ არ ფლობს არც კერძო სექტორი.

როგორც "ჰელისკი ჯორჯიას" დამფუძნებელი ვატო ასათაშვილი აცხადებს, მთავრობის მხრიდან წელსაც როგორც შარშან, მთის კურორტებთან მიმართებით სავარაუდოდ არაერთი შეცდომა იქნება დაშვებული. მისი თქმით, მორიგ ჩაკეტვას ბიზნესი ვეღარ გაუძლებს და მთის კურორტებზე მომუშავე კომპანიები უბრალოდ სხვა საქმით დაკავდებიან.

“მე ცალსახად შემიძლია გითხრათ, რომ ჩვენს მთავრობას საკუთარ შეცდომებზე სწავლა არ შეუძლია, იმიტომ რომ რიგრიგობით ვხედავთ ერთი და იგივე შეცდომაზე იმავე რეაგირებას. ფაქტობრივად რამდენჯერაც ფეხი წამოკრეს იმდენჯერ დაეცნენ. 

კომუნიკაცია სექტორის მხრიდან დღესაც არის, თუმცა ცალმხრივი, კონკრეტული ნაბიჯები არ გადადგმულა. თუ იქნება მორიგი ჩაკეტვა, ბიზნესმოთამაშეების რაოდენობა ისევ მოიკლებს. ის შესაძლებლობა, რომ ჩვეულ რიტმს დავუბრუნდეთ, სულ უფრო შორს ინაცვლებს. კითხვაზე ბიზნესი გაუძლებს თუ არა მორიგ ჩაკეტვას, პასუხი მარტივია - ბიზნესი უბრალოდ აღარ იმუშავებს ამ საქმეზე და სხვა საქმით დაკავდება", - აცხადებს "ჰელისკი ჯორჯიას" დამფუძნებელი ვატო ასათაშვილი.