საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ავსტრიის რესპუბლიკის ფედერალურ კანცლერს, კარლ ნეჰამერს შეხვდა. ერთობლივ ბრიფინგზე ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ კარლ ნეჰამერმა კიდევ ერთხელ დაადასტურა მზაობა იმისა, რომ ავსტრია საქართველოს სხვადასხვა მიმართულებით დაეხმაროს.
მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ევროპული საბჭოს მიერ განსაზღვრულ პუნქტებზე საქართველოს მთავრობა ოპოზიციურ პარტიებთან და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებთან ერთად აპირებს მუშაობას იმისთვის, რომ პროცესი ინკლუზიური იყოს და უზრუნველყოფილი იყოს ფართო ჩართულობა.
„რაც შეეხება კანდიდატის სტატუსს, როგორც ბატონმა კანცლერმა აღნიშნა, ჩვენ განგვესაზღვრა 12 პრიორიტეტი, 12 პუნქტი, რომელზეც ჩვენ უკვე დავიწყეთ მუშაობა. ჩვენ გამოვედით ინიციატივით, რომ ამ პროცესში ჩაერთოს არა მხოლოდ მთავრობა და ჩვენი ხელისუფლება, არამედ ოპოზიციურმა პარტიებმა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებმაც მიიღონ მონაწილეობა იმისთვის, რომ ეს პროცესი გახდეს ინკლუზიური და უზრუნველყოფილი იყოს ფართო ჩართულობა.
ჩვენ ამის გარანტიას ვაძლევთ ჩვენს პარტნიორებს და ჩვენს ევროპელ მეგობრებს. რა თქმა უნდა, საქართველო და მთელი ევროპა, მთელი მსოფლიო დღეს დიდი გამოწვევების წინაშე დგას, იქნება ეს უსაფრთხოების გამოწვევები თუ ეკონომიკის მიმართულებით. ამის მიუხედავად, საქართველო ძალიან ძლიერ ეკონომიკურ ზრდას ინარჩუნებს. ჩვენ ორნიშნა ეკონომიკური ზრდა გვაქვს, სტაბილურობას ვინარჩუნებთ ქვეყანაში, პოლიტიკურს, ეკონომიკურს.
უსაფრთხოების მხრივ ჩვენ გვაქვს რა თქმა უნდა, გამოწვევები, რომელიც უკავშირდება ოკუპაციას. ბატონო კანცლერო, თქვენ კარგად მოგეხსენებათ, ჩვენი ტერიტორიის დიდი ნაწილი არის ოკუპირებული და გამოწვევებით სავსე. ადგილზე, ოკუპირებულ ტერიტორიებზე ვითარება საკმაოდ რთულია, ამის მიუხედავად, საქართველო აგრძელებს წინსვლას. რა თქმა უნდა, ჩვენ ძალიან გვაშფოთებს ის, რაც ხდება უკრაინაში. ჩვენ ეს 2008 წელს გამოვცადეთ, როცა ფართომასშტაბიანი ომი გვქონდა რუსეთთან, ამიტომ, კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო, რომ რა თქმა უნდა, ომის დასრულება უნდა იყოს ყველას ინტერესში. მშვიდობას არ აქვს ალტერნატივა. ჩვენ ყველამ ერთად უნდა გავაკეთოთ მაქსიმუმი იმისთვის, რომ ეს ომი შეწყდეს და აღდგეს მშვიდობა და სტაბილურობა.
მე ასევე მინდა აღვნიშნო მადლიერებით, რომ ჩვენ ძალიან ვაფასებთ ავსტრიის განვითარების სფეროში თანამშრომლობის მრავალწლიან გამოცდილებას. ბატონმა კანცლერმა ჩვენ კიდევ ერთხელ დაგვიდასტურა მზაობა იმისა, რომ ავსტრია დაეხმაროს საქართველოს სხვადასხვა მიმართულებით. თქვენ აღნიშნეთ თუნდაც რეფორმები და ის მიღწეული პროგრესი, რომელიც თქვენ გაქვთ და ავსტრია, შეიძლება ითქვას, საუკეთესო მაგალითია საქართველოსთვის. მე რა თქმა უნდა, კიდევ ერთხელ მინდა დავადასტურო, მოხარული ვიქნები ჩვენი თანამშრომლობის და მეგობრობის კიდევ უფრო გაძლიერებით. კიდევ ერთხელ მინდა მადლობა გადავუხადო ჩვენს ძვირფას მეგობარს, ბატონ კანცლერს მოწვევისთვის და მე მჯერა, რომ ბატონი კანცლერი ასევე ეწვევა საქართველოს“,- აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
ლარი ზედმეტადაა გამყარებული - TBC Capital
გურამ ბაღდოშვილი ბაკურიანში რესტორანს ხურავს - მიზეზი
ტექინსპექტირების ცენტრის თანამშრომელი დააკავეს
ემიგრაციიდან საქართველოში დაბრუნებულებს პროექტებს დაუფინანსებენ - განცხადებების მიღება გრძელდება
“ტრეფიკ თრეველის” დამფუძნებელი ცოტნე ჯაფარიძე გუდაურში დააკავეს
1-ელი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება
„დოლარი ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს” - ოთარ ნადარაია
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
ჩინეთის უმდიდრესმა ბიზნესმენმა ქონების 93% დაკარგა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
ხელფასები ორჯერ გავზარდეთ, თუმცა კადრების გადინება მაინც მაღალია - „კულას“ დირექტორი
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი
ბიზნესმენი რომან ფიფია საჯარო განცხადებას ავრცელებს
ქუთაისიდან სვანეთისკენ გვირაბი თუ გაკეთდა, მესტია შვეიცარიის დონის კურორტი გახდება - გურჩიანი