მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ჩვენს პროექტებს შეჩერების საფრთხე არ ემუქრება" - სამშენებლო კომპანია "ბალავარი"

5e7e28d812904
თათია ჩაფიჩაძე
27.03.20 21:00
3675
სამშენებლო კომპანია „ბალავარის“ გენერალური დირექტორის გეგა თოფაძის ინფორმაციით, მათ მიმდინარე ობიექტებზე მშენებლობის პროცესი არ შეჩერებულა და მომხმარებლებს საცხოვრებელ სახლებს შეუფერხებლად ჩააბარებენ.

„გვაქვს 2 ძირითადი ამოცანა, პირველი ეს არის მიმდინარე პროექტების დასრულება. იქიდან გამომდინარე, რომ გვაქვს ვალდებულებები ჩვენი მომხმარებლების წინაშე და მინდა ვთქვა, რომ ეს კითხვის ნიშნის ქვეშ არ დგას. ამ ეტაპზე ჩვენი პროექტები გაჩერებული არ არის და არც ვგეგმავთ. ამას ხელს უწყობს ის, რომ ყველა მიმდინარე პროექტის 70%-ზე მეტი შესრულებული და პატარა ნაწილია დარჩენილი.
მეორე ამოცანა არის ადამიანური კაპიტალი, ეს არის ჩვენი აქტივი და ვმუშაობთ იმისთვის რომ ყველა თანამშრომელი შევინარჩუნოთ“ - აღნიშნა გეგა თოფაძემ.

მისივე თქმით, „ბალავარში“ 200-ზე მეტი ადამიანია დასაქმებული.