მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ჩვენს სადგურებზე საწვავის ფასი 10 თეთრის ფარგლებში გაიზარდა - "ვისოლი"

5fbd168a448e4
BM.GE
24.11.20 23:00
1330
ბოლო 2-3 კვირის განმავლობაში საერთაშორისო ბაზარზე პლატცის მიხედვით საწვავზე ფასი ზრდის ტრენდს აჩვენებს.

ნავთობიმპორტიორი კომპანიები ამბობენ, რომ ამ პერიოდში ერთი ტონა ბენზინის ღირებულება დაახლოებით 30 დოლარით გაიზარდა.  საერთაშორისო ტენდენციის და ლარის გაცვლითი კურსის გათვალისწინებით, საქართველოში საცალო ქსელების ნაწილში საწვავი უკვე გაძვირდა.

"ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯიას" ხელმძღვანელი, ვასილ ხორავა ამბობს, რომ საწვავი 2-3 კვირის მანძილზე 5-7%-ით გაძვირდა. მათ ქსელში საწვავზე ფასი ზრდის მიმართულებით 10 თეთრის ფარგლებში დაკორექტირდა.

„დღევანდელი მონაცემებით, საწვავის ფასი პლატცის მიხედვით მერყეობს ერთ ტონაზე დაახლოებით 350-400 დოლარის ფარგლებში და თუ ავიღებთ არსებულ გაცვლით კურსს, კორექტირება, რაც მოხდა ბაზარზე ბოლო 2 კვირის განმავლობაში ასახავს საერთაშორისო ბაზარზე და ქვეყნის შიგნით გაცვლითი კურსის შედეგს. ვფიქრობთ, ამ ეტაპზე ეს ნიშნული ჯერჯერობით სტაბილურად იქნება შენარჩუნებული, თუ არ მოხდა შემდგომი ზრდა როგორც საერთაშორისო ბაზარზე, ისე ლარის გაცვლითი კურსის მიმართულებით.

ზრდა 20-30 დოლარია ტონაზე, ეს არის 5-7%. განსაკუთრებული ზრდა საცალო ბაზარზე არ მომხდარა, ფასები დაკორექტირდა 10 თეთრის ფარგლებში, რაც განპირობებული იყო ნავთობპროდუქტების ფასების ცვლილებით და გაცვლითი კურსით.

ვფიქრობთ, მეტი კორექტირება ზრდის მიმართულებით დიდი ნიშნულით არ უნდა მოხდეს და იმედია, შევინარჩუნებთ არსებულ მოცემულობას“, - აცხადებს ვასილ ხორავა.