მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ჩვენს საკარანტინე სივრცეებს WHO-მ ტაში დაუკრა, UNWTO პროტოკოლებში იყენებს - პრემიერი

5ece2fa177dfb
ინგა მურუსიძე
27.05.20 14:48
962
ჩვენს საკარანტინე სივრცეებს ჯანმო-მ ტაში დაუკრა, ხოლო ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაცია პროტოკოლებში იყენებს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ პარლამენტის პლენარულ სესიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

პრემიერის ინფორმაციით, საკარანტინე ზონები საქართველოში გამოიარა 22 ათასზე მეტმა მოქალაქემ, ხოლო დღეის მდგომარეობით, საკარანტინე ზონებში 3 ათასზე მეტი მოქალაქეა და ისინი PCR ტესტირების გარეშე არ ტოვებენ საკარანტინე სივრცეებს.

„არ შემიძლია არ შევეხო საკარანტინე ზონებს. ამ ნაწილში ეკონომიკის სამინისტროს ვუხდი უარღესად დიდ მადლობას. ეს იყო იდეა, რომელიც დაიბადა საქართველოს ტურიზმის ეროვნულ სააგენტოში; როდესაც ჩვენ ელემანტარულად ვნახეთ, რომ იმპორტირებული ვირუსის გავრცელება ხდებოდა უზარმაზარი რისკი და ყველას კარგად გვახსოვს იტალიიდან შემოსულთა რაოდენობა, იქ რამდენიმე მსხვილი კლასტერი, მსგავსი იყო საფრანგეთიდან, აშშ-დან, ესპანეთიდან. ეს ხალხი დღეს ყველა თავისთვის ცხოვრობს, მშვიდად, ჯანმრთელად და ეს დამსახურება იყო პირველ რიგში, ექიმების, თუმცა ეს კლასტერები რომ არ შებოჭილიყო და ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობა გვქონოდა დაზღვეული, მივიღეთ გადაწყვეტილება, ამ საკარანტინე სივრცეების შექმნის, როგორც ბუფერის. ეს იყო ყველაზე სწორი გადაწყვეტილება, რომელსაც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია რამდენიმე კვირაში ტაშს უკრავდა. ეს იყო გადაწყვეტილება, რომელსაც მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაცია იყენებს თავის პროტოკოლებში, თუ როგორ გახსნას ტურიზმი მსოფლიო მასშტაბით“, - განაცხადა გახარიამ.