მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ჩვენთან მყოფი ყველა პაციენტი თვითიზოლაციაში იყო - მარინა ეზუგბაია

5e7afdf09912a
ინგა მურუსიძე
25.03.20 10:38
915
ჩვენთან მყოფი ყველა პაციენტი თვითიზოლაციაში იყო, - ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ განაცხადა.

„სამი ახალი შემთხვევა დაგვემატა, მათგან ორი ჩვენს ცენტრშია. გუშინ ორ ეტაპად ჩატარდა ტესტირება 21 პაციენტზე და ჯამურად, სამთან მივიღეთ დადებითი პასუხი. ყველაზე მძიმე პაციენტის მდგომარეობს კვლავ მძიმედ რჩება. ის ხანდაზმულია და ამასთან აქვს თანმდევი დაავადებები. პნევმონიასთან ერთად დაუდგინდა სეფსისი და მიმდინარებს მკურნალობა. 3 ახალი შემთხვევიდან 2-ს ამერკის ისტორია აქვს, 1-ს საფრანგეთის“, - განაცხადა ეზუგბაიამ.

შეგახსენებთ: საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 73-ს შეადგენს, მათგან 10 გამოჯანმრთელებულია, ხოლო 2 ავტრიაში გადაიყვანეს.