მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ჩვენთვის, ნარმანიას მეუღლე იქნება, ვინმეს მეუღლე, თუ ვინმე თანამდებობის პირი, სრულიად სულერთია“

61f7b850c2f8f
ვიქტორია მღებრიშვილი
31.01.22 14:44
806
„რატომ გადასცეს 10 ჰექტარი საბადურის ტყეში ნარმანიას ცოლის კომპანიას“ - ასე ჰქვია „ნეტგაზეთის“ მასალას, რომელიც რამდენიმე დღის წინ გამოქვეყნდა. სტატიის თანახმად, თბილისის ყოფილი მერისა და საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის [სემეკი] მოქმედი თავმჯდომარის, დავით ნარმანიას მეუღლის კომპანია სახელმწიფოსთან აღებულ ვალდებულებას არ ასრულებს.

მთავრობის დღევანდელი სხდომის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა ჯერ პრემიერ-მინისტრის მეუღლისთვის ტყის იჯარით გადაცემის ფაქტზე მედიის კითხვებს უპასუხა, შემდეგ კი - მსგავს თემაზე სემეკის თავმჯდომარის მეუღლესთან დაკავშირებულ კითხვებს.

„ჩვენთვის, ნარმანიას მეუღლე იქნება, ვინმეს მეუღლე, თუ ვინმე თანამდებობის პირი, სრულიად სულერთია“, - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა, მთავრობის სხდომის შემდეგ, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

ლევან დავითაშვილის თქმით, რა ეტაპზეც არ შესრულებდა ის მოთხოვნები, რომლებიც ჩვენ გაგვაჩნია მოვლის, აღდგენის, შენარჩუნების, ან დავუშვათ ინვესტიციების განხორციელების კუთხით, სატყეო სააგენტო უფლებამოსილია და რა თქმა უნდა, იმ სატყეო უბანს თავის მმართველობაში დაიბრუნებს, თუმცა ეს მაინც სახელმწიფოს საკუთრებად რჩება.

“ის კონკრეტული პროექტი, კონკრეტულად რა ტიპის და როგორი ობიექტები მოეწყობა ეს, რა თქმა უნდა, ცალკე პროექტად უნდა შეთანხმდეს სატყეო სააგენტოსთან. ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ მერქნიანი მცენარეები, რომლებიც ამ ტერიტორიაზეა, უნდა შენარჩუნდეს და მათი მოვლა და პატრონობა უნდა ხორციელდებოდეს. ჩვენი მთავარი ამოცანა შევინარჩუნოთ ტყის, თუ ტყის ამა თუ იმ უბნის ეკოლოგიის შენარჩუნება, ეს აპრიორი შენარჩუნებული იქნება. გარდა ამისა იქ თუ რამე ინფრასტრუქტურული განხორციელდებ, ეს ტყის მოვლის პირობებით უნდა იყოს დაცული, რომლებიც სატყეო სააგენტოს სპეციალისტებთან უნდა შეთანხმდეს.

თქვენ თქვით, რომ ეს ხელშეკრულება გაფორმდა 1 თვის ფარგლებში, მათ ხელშეკრულების მიხედვით მოუწევთ იმ პირობების შესრულება. ახლა არის ზამთარი და ტყე არ საჭიროებს არანაირ მოვლით ღონისძიებას, მაგრამ რაც საჭირო იქნება, სატყეო სააგენტოს ამაზე აქვს მონიტორინგი და ექნება ყველა მოიჯარესთან. სრულიად ტყუილად ატეხილი ქარიშხალია ჭიქაში.

ჩვენთვის, ნარმანიას მეუღლე იქნება, ვინმეს მეუღლე იქნება, თუ ვინმე იქნება თანამდებობის პირი, სრულიად სულერთია. ვხელმძღვანელობთ კანონმდებლობით განსაზღვრული პირობებით. კანონმდებლობა რასაც განსაზღვრავს, ამ ქვეყნის ყველა მოქალაქეს აქვს თანაბარი უფლება, მიუხედავად იმისა, ვინმე რა თანამდებობაზე არის, ან არ არის. თითოეულ თქვენგანს, თითოეულ მოქალაქეს შეუძლია, სურვილის შემთხვევაში, თუ აქვს ასევე ვალდებულებები და მზად არის, რომ იგივე იჯარა გააკეთოს და იგივენაირად მოახდინოს ტყის მრავალფუნქციური სარგებლობა.

ჩვენ ძალიან ბევრ მოიჯარეში შეიძლება იყოს ძალიან ბევრი ნაცნობი, ან უცნობი პირი. მოდი უცნობი პირებიც თქვით, ძალიან ბევრი. მთავარია, რომ აქ არის გამჭვირვალობა, ყველასთვის თანაბარი პირობები და სახელმწიფოს ინტერესები კი არ ზარალდება, სახელმწიფოს ინტერების არის პირველ რიგში დაცული”, - განაცხადა სოფლის მეურნეობის მინისტრმა.