მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ჩვენთვის რუსეთი არის ყველაზე მნიშვნელოვანი პარტნიორი, მეგობარი, კარგი მეზობელი’’ - ალიევი

5d95f5bce0b82
მიხეილ ხაჩიძე
03.10.19 21:30
3812

აზერბაიჯანის პრეზიდენტი "ვალდაის სადისკუსიო კლუბის"  ფორმატში სოჭში რუსეთის პირველ პირს შეხვდა. ილჰამ ალიევმა ვლადიმერ პუტინთან საუბრისას მთავარი აქცენტი ორი ქვეყნის ეკონომიკურ თანამშრომლობაზე გააკეთა. 



აზერბაიჯანის პირველმა პირმა აღნიშნა, რომ სავაჭრო და ეკონომიკურ სფეროში, რუსეთსა და აზერბაიჯანს შორის დადებით დინამიკაა.



"სავაჭრო ბრუნვა იზრდება - როგორც შარშან, ისე წელსაც. ჩვენი მონაცემებით, აგვისტოსთვის ის უკვე სადღაც დაახლოებით, 20%-ზე მეტს მიაღწევს, ხოლო ჩვენ მიერ დამტკიცებული "საგზაო რუკების" განხორციელება, რა თქმა უნდა, უფრო მჭიდრო თანამშრომლობას გამოიწვევს", - განაცხადა ალიევმა.



აზერბაიჯანის ლიდერმა "ვალდაის სადისკუსიო კლუბის" შეხვედრებში მონაწილეობისთვის პუტინს მადლობა გადაუხადა და განაცხადა, რომ რუსეთი, ყველაზე მნიშვნელოვანი პარტნიორი, მეგობარი და კარგი მეზობელია.



"ჩემთვის დიდი პატივია მონაწილეობა მივიღო "ვალდაის სადისკუსიო კლუბში" და, რა თქმა უნდა, დიდი მადლობა ამ შეხვედრისთვის. ჩვენთვის რუსეთი არის ყველაზე მნიშვნელოვანი პარტნიორი, მეგობარი და კარგი მეზობელი. ჩვენ ძალიან ვაფასებთ ამ ურთიერთობებს. დარწმუნებული ვარ, რომ დღევანდელი დისკუსია კარგი წვლილი იქნება ჩვენი კავშირების შემდგომი განვითარებისთვის", - განაცხადა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა.