მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ჩხაკაურა-ბახმაროს მონაკვეთზე და გომისმთამდე მისასვლელ გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

5dbd475a7f083
BM.GE
02.11.19 13:07
1012
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, რთული მეტეოროლოგიური პირობების (თოვა და ლიპყინული) გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ჩოხატაური-ბახმაროს საავტომობილო გზის კმ34-კმ53 (ჩხაკაურა-ბახმარო) მონაკვეთზე, ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.

რთული მეტეოროლოგიური პირობების (თოვა და ლიპყინული) გამო, ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა ასევე აკრძალულია შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ოზურგეთი-შემოქმედი-ბჟუჟჰესი-გომისმთას საავტომობილო გზის კმ16-კმ33 მონაკვეთზე.

აღნიშნული გზების დანარჩენ მონაკვეთში ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.