13.სექტემბერი .2019 15:24

ჩხარტიშვილი: ბევრი საქმეა, სადაც მამუკა ხაზარაძე ბიზნეს ჯალათის როლში მოგვევლინა

views 958
უკან

ბიზნესმენი და ეკონომიკის ყოფილი მინისტრი ვანო ჩხარტიშვილი მამუკა ხაზარაძის მიერ გუშინ გაკეთებულ განცხადებას პასუხობს. ჩხარტიშვილი აცხადებს, რომ მამუკა ხაზარაძე ცრუობს.

“იგი დღეს ცდილობს კოლეგა ბიზნესმენების ძარცვაში მონაწილეობის თემა გაუკუღმართებული მოდელირებითა და ტყუილებით დაგვავიწყოს. არ გამოვა, რადგან ასეთი საქმეები მის წარსულში უამრავია. გახმაურებულებიდან საკმარისია დავასახელოთ „ელიტელექტრონიქსი“, მიტაცებული ლისის ტბა , ფოთის წისქვილკომბინატი და ნავმისადგომები, სხვა არაერთი „ქეისი“, რომელშიც იგი ბიზნესის ჯალათის როლში მოგვევლინა.

ხაზარაძე დღეს მომავლის საშვის აღებას წარსულის გადაწერით ცდილობს. ამაოდ, რადგან საზოგადოებას კარგად ახსოვს, როცა სააკაშვილის რეჟიმი ქართულ ბიზნესს ტოტალურად ატერორებდა და დევნიდა, ის მათთან ერთად იყო და ჩვენი ქონებების მიტაცებით მდიდრდებოდა. უფრო მეტიც, ამ მიმართულებით გამოჩენილი განსაკუთრებული დამსახურებისთვის იგი სააკაშვილმა 2007 წელს ღირსების ორდენითაც კი დააჯილდოვა. სხვისი ქონებების მითვისებაში გასვრილი ხელებით ნათელ მომავალს ვერ ააშენებ, მით უფრო, ვერ უწინამძღვრებ. ჩვენ მზად ვართ, დაინტერესებულ პირებს მივაწოდოთ მასალები ამ დავის დეტალებზე,"- ნათქვამია ვანო ჩხარტიშვილის სახელით გავრცელებულ განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ გუშინ მამუკა ხაზარაძემ იმ შეხვედრის დეტალებზე ისაუბრა, რომელიც მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილის სასახლეში ბიზნესმენ ვანო ჩხარტიშვილსა და მას შორის შედგა. ხაზარაძის თქმით, შეხვედრას ბიძინა ივანიშვილთა ერთად ასევე ესწრებოდნენ ბიზნესმენი რომან ფიფია და მაშინდელი მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე. შეხვედრაზე ხაზარაძესა და ჩხარტიშვილს შორის არსებული ბიზნეს დავა განიხილებოდა.

ვანო ჩხარტიშვილის სრული წერილი შეგიძლიათ იხილოთ აქ: https://www.bm.ge/ka/article/vano-chxartishvili-gancxadebas-avrcelebs-da-xazaradzes-sicrueshi-adanashaulebs/39839

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა