მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ჩხენკელი: ადრონული თერაპიის ცენტრი და ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი მეგაპროექტებია

5dcd14edcff40
BM.GE
14.11.19 15:00
1362
განათლების ახალი მინისტრის მიხეილ ჩხენკელის განცხადებით, საქართველოს განათლების სისტემაში ორი მეგაპროექტი მიმდინარეობს, მათგან ორივე "ქართუ ფონდის" პროექტს წარმოადგენს.

"განსაკუთრებით ხაზგასმით მინდა აღვნიშნო ორი მეგაპროექტი, რომელიც მიმდინარეობს ჩვენს საგანმანათლებლო სისტემაში. ეს გახლავთ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი, რომელიც გახლავთ ჭეშმარიტად ევროპული უნივერსიტეტი და სასიხარულია, რომ გაისად, 2020 წლის სექტემბერში უნივერსიტეტი მიიღებს სტუდენტებს.

მეორე მეგაპროექტი ეს გახლავთ ადრონული თერაპიის ცენტრი, რომელიც განთავსებული იქნება ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში და იმუშავებს ბირთვული ფიზიკის მიმართულებით", - აცხადებს მიხეილ ჩხენკელი.

დღეს მთავრობის სხდომის შემდეგ, მიხეილ ჩხენკელმა სამინისტროში საკუთარი პრიორიტეტების შესახებ ისაუბრა.

"პირველ რიგში, დიდი მადლობა მინდა გადავუხადო პრემიერ-მინისტრს და ჩვენს გუნდს ნდობისთვის. როგორც მოგეხსენებათ, განათლება არის ჩვენი ხელისუფლებისა და ჩვენი გუნდის სტრატეგიული პრიორიტეტი. უნდა გამოვყო განსაკუთრებულად კულტურა და სპორტი, რომელსაც ასევე განსაკუთრებული ყურადღება მიექცევა. როგორც მინისტრი და როგორც პრემიერ-მინისტრის მრჩეველი, აქტიურად ვიყავი ჩართული განათლების კომპლექსური რეფორმის დაგეგმვასა და განხორციელებაში. შესაბამისად, განათლების კომპლექსური რეფორმა, რასაკვირველია გაგრძელდება და გაგრძელდება უფრო სწრაფი და ეფექტური ტემპებით.

განსაკუთრებთ გამოვყოფდი პედაგოგებისთვის ხელფასების ზრდას, პერსონალისთვის ხელფასების ზრდას და ეს პროცესი გაგრძელდება. მნიშვნელოვანია, რომ იგივე მოხდეს პროფესორებისთვის, პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების პედაგოგებისთვის. პროფესიული განათლება პირდაპირ დაკავშირებულია დასაქმებასთან, შესაბამისად, მოხდება მისი პოპულარიზაცია. უმაღლესი განათლების, მეცნიერების კუთხითაც განსაკუთრებული ყურადღება მიექცევა რეფორმებს", - აცხადებს მინისტრი.