მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ჩხოროწყუს აქვს უზარმაზარი ტურისტული პოტენციალი - ირაკლი ღარიბაშვილი

61275c6ebc76a
BM.GE
26.08.21 13:13
1606
ჩხოროწყუს აქვს უზარმაზარი პოტენციალი გახდეს მიმზიდველი ტურისტული ადგილი - ამის შესახებ პრემიერ მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა, ჩხოროწყუში მერობის კანდიდატის წარდგენაზე განაცხადა. 

"თითოეული რეგიონის მიხედვით გვაქვს შემუშავებული კონკრეტული გეგმები. გვაქვს შესწავლილი ყველა რეგიონის პოტენციალი... ჩხოროწყუს აქვს უზარმაზარი პოტენციალი, გახდეს მიმზიდველი ტურისტული ადგილი. ყველა მუნიციპალიტეტში ვმუშაობთ ახალი ტურისტული ლოკაციების გაჩენაზე.

წელს მოვახერხეთ, ეკონომიკის გახსნისა და ვაქცინაციის პირობებში ტურისტული სეზონი შედგა. შედგა სეზონი და ამას სჭირდება შენარჩუნება"-განაცხადა ღარიბაშვილმა.