30.მაისი .2020 20:20

ჭყონია ანტიკრიზისულ გეგმაზე - ეს იყო პრეზენტაცია, რომ "ჩვენ აქ ვართ და არ შეგეშინდეთ"

views 695
უკან

პრეზენტაცია არ იყო ეკონომიკური ფორმულებით გაჯერებული, – ამის შესახებ ბიზნესმენმა თემურ ჭყონიამ Forbes Talks-ის ფორმატში გიორგი ისაკაძესთან სტუმრობისას მთავრობის ანტიკრიზისულ გეგმებზე საუბრისას განაცხადა.

„ბევრი პრეზენტაცია იყო. პრეზენტაცია არ იყო ეკონომიკური ფორმულებით გაჯერებული. ეს იყო პრეზენტაცია, რომ ჩვენ აქ ვართ და არ შეგეშინდეთ მეგობრებო, ჩვენ თქვენს გვერდით ვიქნებით, თუ რამე დაგემართათ.

პრეზენტაცია, რომელიც დაახლოებით 20 წუთი გრძელდება ანტიკრიზისული პროგრამების შესახებ... მე ვფიქრობ, რომ მაინც ანტიკრიზისული პროგრამები უნდა დაიბეჭდოს, გაიგზავნოს, მერე აზრები გაითვალისწინონ. იმიტომ, რომ ანტიკრიზისული პროგრამების შედგენაში ყველა დარგს თავისი მცოდნეები ჰყავს. არ შეიძლება ერთმა ადამიანმა იცოდეს ყველაფერი, ეს გამორიცხულია, არც უნდა ჰქონდეს ამის პრეტენზია. ფეხბურთის თემით რომ მივუდგეთ, ზოგიერთმა მწვრთნელმა, რომელსაც ფეხბურთი არც უთამაშია, იცის როგორ უნდა დააყენოს გუნდი. ამიტომ მთავარი არის ის, რომ შენ სწორად დააყენო ყველა თავის ადგილზე“, – აღნიშნა ჭყონიამ.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა