მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ჭყონია ღარიბაშვილს - დაუმეგობრდით ზელენსკის, შევიცვალოთ...

6245f8b2e6219
ალა ისპირიანი
31.03.22 22:47
1621
თემურ ჭყონია ირაკლი ღარიბაშვილს მიმართავს: "ბატონო ირაკლი, დაუმეგობრდით ბატონ ზელენსკის, დაამყარეთ კავშირი, შევიცვალოთ". როგორც ბიზნესმენმა "ტვ პირველის" ეთერში განაცხადა, შესაძლებელია, რომ ჩვენც დავემსგავსოთ გმირებს.

"ზელენსკიმ ურთიერთობა ევროპასთან მაღალ დონეზე ასწია, რომელიც ძალიან მიძინებული იყო... უდიდესი პატივისცემა ბატონ ირაკლი ღარიბაშვილს და ვთხოვთ, რომ ბატონო ირაკლი, მიმართეთ ბატონ ზელენსკის, დაუმეგობრდით, დაამყარეთ კავშირი, შევიცვალოთ. პარლამენტმა თავისი პოზიცია შეიცვალოს. საზოგადოების, ჩვენ წინაშე ხართ ვალდებული.

მე თქვენი მტერი კი არა ვარ, თქვენი მეგობარი ვარ და მინდა თქვენ ასწიოთ თამასა იმ დონეზე, რა დონეზეც ზელენსკიმ ასწია და ჩვენ ვიქნებით უკრაინის დონეზე, ან შეიძლება უფრო გავასწროთ. ხანდახან ჩვენ გასწრება გვიყვარს. ამიტომ გთხოვთ, სხვანაირად მიუდგეთ. დავივიწყოთ წარსული. გადავკეთდეთ, გადაკეთდა მთელი მსოფლიო და ჩვენც შევიცვალოთ. არ შეიძლება დავემსგავსოთ გმირებს? შეიძლება", - განაცხადა ჭყონიამ.