მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ციცაბო პერიოდში ვიმყოფებით - ეკატერინე ტიკარაძე

608164311d1ad
ინგა მურუსიძე
22.04.21 15:54
499
ჯანდაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ამჟამად ინფექციის გავრცელების მხრივ მესამე ტალღაში არ ვართ, თუმცა ციცაბო პერიოდში ვიმყოფებით.

„მესამე ტალღის პიკურ ეტაპზე ნამდვილად არ ვართ, თუმცა ვიმყოფებით საკმაოდ ციცაბო პერიოდში, როცა ინფექცია ძალიან სწრაფად ვრცელდება. ეს ყოველივე კი მოითხოვს იმ ღონისძიებების ზედმიწევნით დაცვას, რომელიც არაერთხელ არის მოწოდებული ჯანდაცვის ექსპერტების მხრიდან“, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ „რუსთავი 2“-ის ეთერში.

კითხვაზე, რას ნიშნავს „ციცაბო პერიოდი“, მინისტრმა განმარტა, რომ ვირუსი სწრაფად ვრცელდება და უკვე კლასტერებზე დაკვირვება აღარ ხდება.

ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, ქვეყანაში უკვე ბრიტანული შტამი სტიმულირებს.

დღეს ქვეყანაში კორონავირუსის 1226 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაცვლილთა რაოდენობა კი 10-ით გაიზარდა.