09.მაისი .2020 16:35

„ციცაბო პიკი არ გამოდგა, გამოდგა პლატოსებური პიკი“ – თენგიზ ცერცვაძე

views 1469
უკან

„ციცაბო პიკი არ გამოდგა, გამოდგა პლატოსებური პიკი“ – ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა.

„რამდენადაც იცით დღეისთვის ქვეყანაში სულ არის 626 პაციენტი. ბოლო დღეებში თანდათან მცირდება ახალი პაციენტების რიცხვი, ანუ მართლდება ის ოპტიმისტური პროგნოზები, რომელსაც ექსპერტები გამოთქვამდნენ, რომ სადღაც აპრილის ბოლოსკენ იქნებოდა პიკი, შემდეგ პლატო და შემდეგ ქვევითკენ წავიდოდა, მე ვიტყოდი რომ ახლა არის სწორედ პლატო. ის პიკი არ გამოდგა ციცაბო პიკი და გამოდგა სწორი პლატოსებური პიკი“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

შეგახსენებთ, ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით დაინფიცირების 626 დადასტურებული შემთხვევაა, გამოჯანმრთელდა 297 დაინფიცირებული, გარდაიცვალა 10 პაციენტი.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა