მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ციფრულ და ფინანსურ მომსახურებაში წელს გარღვევა გვექნება - დავითაშვილი

62909e7e44a03
ვიქტორია მღებრიშვილი
27.05.22 13:46
712
„დარწმუნებული ვარ, წელს ციფრულ და ფინანსურ მომსახურების სფეროში გარღვევა გვექნება და ახალი კანონმდებლობა შემუშავდება“ - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.

დავოსში, პრემიერის ვიზიტის შეფასებისას მან აღნიშნა, რომ ქვეყნის ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებებს სწორედ საქართველოს ციფრულ და ფინანსურ მომსახურების ჰაბად ქცევაა, რაზეც პრემიერ-მინისტრსაც არაერთხელ უსაუბრია. მისი თქმით, კონკრეტულ კომპანიებთან საუბრით და მათი მოზიდვით საქართველოში მოხერხდა, რომ საქართველო მართლაც იქცეს გამორჩეულ ქვეყნად, რეგიონის ლიდერად, ზოგადად ინოვაციური, თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვის და ფინანსური მომსახურების განვითარების კუთხით.

"ჩვენ გვქონდა კომპანია Ripple-ის ხელმძღვანელობასთან შეხვედრა. მოგეხსენებათ, ეს არის კრიპტო გაცვლის და ანგარიშსწორების მსოფლიო წამყვანი კომპანია, რომელიც საქართველოთი დაინტერესდა. დაინტერესდა საქართველოში ციფრული განვითარების სახელმწიფო პოლიტიკით, რომელიც მართლა ხელსაყრელია. მათი მხრიდან აღინიშნა, რომ საქართველოს გააჩნია ძალიან დიდი პოტენციალი, რომ ჩვენ ვიყოთ ავანგარდში ციფრული ტექნოლოგიების დანერგვის ერთის მხრივ და მეორეს მხრივ ციფრული საფინანსო სერვისების განვითარების კუთხით.

ჩვენ ნაბიჯ-ნაბიჯ კონკრეტულ კომპანიებთან საუბრით, მათი მოზიდვით საქართველოში მოვახერხეთ, რომ საქართველო მართლაც ვაქციოთ გამორჩეულ ქვეყნად, რეგიონის ლიდერად ზოგადად ინოვაციური, თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვის კუთხით და ფინანსური მომსახურების განვითარების კუთხით“, - განაცხადა დავითაშვილმა.

ეკონომიკის მინისტრმა ამ მიზნის მიღწევისთვის კანონმდებლობა შემუშავების მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ საერთაშორისო კომპანიები კანონმდებლობის შემქნის პროცესში ჩასართავად მზად არიან.

"აქ საუბარია იმაზე, რომ ჩვენ ვართ გახსნილი, რომ ჩვენი პოლიტიკა, მათ შორის მათთან კონსულტაციის რეჟიმში უნდა ყალიბდებოდეს. წინაზე საქართველოში ჩვენთან იყვნენ Ftx, Finance და აშ., მათ კანონმდებლობის ჩამოყალიბების პროცესშიც აქტიურ მონაწილეობის სურვილი გამოთქვეს. დარწმუნებული ვარ, რომ წლის განმავლობაში ჩვენ გვექნება გარღვევა და გვექნება ახალი კანონმდებლობა, რომელიც ამ მიმართულებას დაარეგულირებს და უფრო მეტ საერთაშორისო კომპანიას მოვიზიდავთ.

ასევე ჩვენ გვქონდა შეხვედრა კომპანია sales force-თან. ეს არის 100 მილიარდი დოლარის აქტივების მქონე კომპანია, რომელსაც 26 მილიარდზე მეტი ბრუნვა გააჩნია. ეს არის ერთ-ერთი წამყვანი კომპანია, რომელმაც, ფაქტობრივად, ახლებური ციფრული პლატფორმა შესთავაზა ციფრული სერვისების განვითარების კუთხით დაინტერესებულ კომპანიებს.

ზოგადად, ციფრული მომსახურების განვითარების კუთხით საქართველოს უკვე ძალიან დიდი პროგრესი გააჩნია, ბევრი სპეციალისტი მომზადდა, გადამზადდა და ჯიტას ფარგლებში აიტის მიმართულებით სპეციალისტების გადამზადება ახლაც მიმდინარეობს. ეს ყველაფერი მათთვის საინტერესოა, რომ საქართველოში ოპერაციები განავითარონ. შეგახსენებთ, რომ საქართველოში რამდენიმე ძალიან სახელოვანი კომპანია უკვე მოქმედებს, მათ შორის ისეთი როგორიც არის "ვაიბერი". ვფიქრობ, ამ მიმართულებით შეხვედრები გაგრძელდება. ჩვენ ქვეყანაში მეტ IT, ციფრული მომსახურების, ფინანსური მომსახურების კომპანიებს მოზიდვას შევძლებთ", - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.