ციფრული მმართველობის სააგენტომ კიბერუსაფრთხოებისა და ინფორმაციული ტექნოლოგიების ინოვაციების რეგიონულ კონფერენციაზე უწყების მიერ ამ სფეროში განხორციელებული საქმიანობისა და ცვლილებების შესახებ პრეზენტაციები წარადგინა.
როგორც bm.ge-ს სააგენტოდან აცნობეს, უწყების წარმომადგენლებმა ისაუბრეს ქვეყანაში კიბერუსაფრთხოების, ციფრული მმართველობისა და ინფორმაციული ტექნოლოგიების განვითარებისთვის განხორციელებულ პროექტებზე. კონფერენციაზე გაიმართა მსჯელობა საქართველოსა და ზოგადად, რეგიონში ელექტრონული მმართველობის განვითარების საკითხებზე, ინფორმაციულ და კიბერუსაფრთხოების პროექტებსა და ამ პროექტებში ტექნოლოგიური ინოვაციების დანერგვის პროცესზე.
სააგენტოს წარმომადგენლებმა წარადგინეს საერთაშორისო ორგანიზაციების მხარდაჭერით და პარტნიორობით მიმდინარე პროექტები.
პრეზენტატორებმა ისაუბრეს ინოვაციურ პროექტებზე, რომელთაც იუსტიციის სამინისტრო საჯარო მმართველობის პროცესში აქტიურად იყენებს. კონფერენციის მონაწილეები წარმატებული კიბერაქტივობებს გაეცნენ, მათ შორის, კიბერსერვისებსა და საზოგადოებაში ცნობიერების ამაღლებისთვის მიმდინარე პროექტებს: კიბერკლასი, ელექტრონული სწავლების პლატფორმა, Cyber Winter და სხვა.
ინფორმაციისთვის, კიბერუსაფრთხოების და ინფორმაციული ტექნოლოგიების ინოვაციების რეგიონული კონფერენცია „GITI 2022“ ორდღიანია. ღონისძიებაში 15-მდე ქვეყნის 700-მდე წარმომადგენელი მონაწილეობს. GITI ინფორმაციულ- საკომუნიკაციო სფეროში საერთაშორისოდ აღიარებული ერთ-ერთი წამყვანი ღონისძიებაა. კიბერუსაფრთხოების კონფერენცია „ICT ბიზნესსაბჭოს“ ორგანიზებით, იუსტიციისა და ეკონომიკის სამინისტროებისა და ციფრული მმართველობის სააგენტოს პარტნიორობით მიმდინარეობს.
ღონისძიება წელს მეთორმეტედ ჩატარდა.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
რამდენი ქართველი ცხოვრობს რუსეთში?
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
ჩინეთის უმდიდრესმა ბიზნესმენმა ქონების 93% დაკარგა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
ხელფასები ორჯერ გავზარდეთ, თუმცა კადრების გადინება მაინც მაღალია - „კულას“ დირექტორი
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
პატარძეულთან ახლოს, ნავთობის ახალი მარაგებია აღმოჩენილი - Block Energy
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი
ბიზნესმენი რომან ფიფია საჯარო განცხადებას ავრცელებს
ქუთაისიდან სვანეთისკენ გვირაბი თუ გაკეთდა, მესტია შვეიცარიის დონის კურორტი გახდება - გურჩიანი
საქართველომ ტრაილერების გატარებით რეკორდული შემოსავალი მიიღო
"ვფიქრობ, ქარხნებიც გადმოვა საქართველოში" - ოსმან ჩალიშქან-მჟავანაძე დიაგონალური კუმულაციის მოსალოდნელ შედეგებზე
რა ნიშნულს შეინარჩუნებს ლარი? - პაპავას პროგნოზი
საქართველო ერთიანი ევრო გადახდის სივრცეში გეგმავს გაწევრიანებას - პრემიერი
თბილისის მოსახლეობის ნაწილს წყალმომარაგება 34 საათით შეუწყდება