მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ციფრული მოსაკრებლით იტალიის ბიუჯეტი 700 მილიონი ევროთი შეივსება

5dbffaaf525d7
მიხეილ ხაჩიძე
04.11.19 22:30
1168
იტალია მომავალ წელს  ე.წ. ვებგადასახადის შემოღების წყალობით 708 მილიონი ევროს ოდენობის შემოსავალს ელოდება. აღნიშნულის შესახებ იტალიის მთავრობის საბიუჯეტო გეგმიდან ირკვევა, რომელიც სენატს განსახილველად ორშაბათს წარედგინა. ვებგადასახადის საშუალებით ისეთი ონლაინ გიგანტები, როგორიცაა Amazon-ი და Google-ი, იძულებულნი გახდებიან, ციფრული გაყიდვების 3 პროცენტი იტალიის ბიუჯეტს გადაუხადონ.



იტალიის მთავრობის ინიციატივით, შიდა ციფრული გადასახადი იმ კომპანიებს უწესდება, რომელთა ციფრული მომსახურების ბრუნვა არანაკლებ 5.5 მილიონ ევროს შეადგენს. როგორც ვარაუდობენ, ძირითადად, ბიუჯეტში პროცენტის გადახდა, Amazon-ს, Facebook-ს, Google-ს, Booking.com-სა და ელექტრონული კომერციის სხვა გიგანტებს მოუწევთ.

 


აღსანიშნავია, რომ ციფრული გადასახადი 1-ლი იანვრიდან ავსტრიაშიც ამოქმედდება.