„აზერბაიჯანულ მხარესთან გამართულ შეხვედრებზე ხაზი გავუსვით ჩვენი ქვეყნების სტრატეგიულ თანამშრომლობას, ისტორიულ კავშირებს, ასევე ვისაუბრეთ საქართველოს ევროინტეგრაციის პროგრესზე და ეს ძალიან მნიშვნელოვანია, მათ შორის, აზერბაიჯანისთვისაც, რომ საქართველოს მეშვეობით ევროპის ძალიან დიდ ბაზარზე ჰქონდეს წვდომა“ - ამის შესახებ ლევან დავითაშვილმა ბაქოში ვიზიტის ფარგლებში გამართული შეხვედრების შეფასებისას განაცხადა.
ვიცე-პრემიერის თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია ორ ქვეყანას შორის მჭიდრო კავშირები და ურთიერთობები, მათ შორის, ინვესტიციების მოზიდვის მიმართულებით.
„აქ არ ვსაუბრობთ მხოლოდ კონკრეტულ სტრატეგიულ მიმართულებებზე, როგორიცაა ტრანსპორტი, ენერგეტიკა, კავშირგაბმულობა, სადაც ჩვენს ქვეყნებს აქვთ უკვე მჭიდრო თანამშრომლობის დიდი გამოცდილება, არამედ ვისაუბრეთ ისეთ ახალ მიმართულებებზე, როგორიც არის, მათ შორის, ციფრული ტრანსფორმაცია, ასევე ტურიზმის სექტორში თანამშრომლობა, მეტი ინვესტიციები ტურისტულ ინფრასტრუქტურაში, ერთობლივი ტურისტული პროექტების განხორციელება და რეგიონის წარმოჩენა საერთაშორისო მასშტაბით მსოფლიო რუკაზე“ - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.
მისივე შეფასებით, ეს ყველაფერი ძალიან მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ საქართველომ და აზერბაიჯანმა თავიანთი ეკონომიკური პოტენციალი მეტად გამოიყენონ და ეკონომიკურ ზრდას ორივე ქვეყანაში ამ პროექტებმა შეუწყოს ხელი.
ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი, ქართულ დელეგაციასთან ერთად, ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით აზერბაიჯანის რესპუბლიკაში იმყოფება. დელეგაციის შემადგენლობაში შედიან ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილეები - გურამ გურამიშვილი და რომეო მიქაუტაძე, საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველი იოსებ ტყემალაძე, სს „საქართველოს რკინიგზის“ გენერალური დირექტორი დავით ფერაძე და „ნავთობისა და გაზის კორპორაციის“ გენერალური დირექტორი გიორგი ბახტაძე.
ქართულმა დელეგაციამ, ვიცე-პრემიერის ხელმძღვანელობით, მაღალი რანგის შეხვედრები გამართა აზერბაიჯანის ხელისუფლების პირველ პირებთან, სადაც ქვეყნებს შორის არსებული კავშირების გაღრმავებისა და სხვადასხვა სექტორების კუთხით კიდევ უფრო მჭიდრო თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. ბაქოში გამართულ შეხვედრებში, ქართულ დელეგაციასთან ერთად, ასევე მონაწილეობდა საქართველოს ელჩი აზერბაიჯანის რესპუბლიკაში ზურაბ პატარაძე.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
რა დაგიჯდებათ წალკის კანიონის მონახულება და რა უნდა გაითვალისწინოთ ვიზიტისას?
რატომ დგას ბოსტნეულით დატვირთული Tesla დეზერტირების ბაზარში?
ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გაუფასურდა
“ადამიანები მიხვდნენ, რომ მექსიკის გავლით აშშ-ში გადასვლა სარისკოა” - Turebi.ge
Forbes-ის მილიარდერების განახლებული რეიტინგი - სიაში ორი ქართველია
ხვალ, თბილისში 6200 აბონენტს გაზის მიწოდება დროებით შეუწყდება
რას ნიშნავს რუსულ ტექნიკაზე გამოსახული სიმბოლო “Z”?
„რომპეტროლ საქართველოს“ სერვისები გათიშულია - კომპანია განცხადებას ავრცელებს
რუსეთის კოსმოსური სააგენტო დაჰაკულია, სადაზვერვო სატელიტები გათიშულია - Anonymous
უკრაინის პრემიერის ტექსტი, რომელიც ქართულადაა დაწერილი, ბევრ ეჭვს მიჩენს - ზალკალიანი
მაკრონი საქართველოს და მოლდოვას მხარდასაჭერად Twitter-ზე განცხადებას ავრცელებს
სანქცირებული რუსული ბანკების ბარათები Apple Pay-სა და Google Pay-ში აღარ მოქმედებს
NATO-მ სამხედრო გეგმის განხორციელება გადაწყვიტა, ეს არის ჩვენი თავდაცვა – სტოლტენბერგი
დაუწესებს თუ არა საქართველო სანქციებს რუსეთს? - ღარიბაშვილის პასუხი
“სავარაუდოდ, ათი დღის შემდეგ მკაცრი შეზღუდვებისგან გათავისუფლება ჩვენც უნდა დავიწყოთ" - კულუმბეგოვი
პანდემიის დასასრულებლად, WHO მდიდარ ქვეყნებს 14 მლრდ ევროს გადახდისკენ მოუწოდებს
"თურქული მედიკამენტები ქართველი მომხმარებლის მოთხოვნას ვერ დააკმაყოფილებს"
რისგან შედგება თამბაქოს გასახურებელი ღერები და რით განსხვავდება ის ტრადიციული სიგარეტისგან?
"მაგთი" ულიმიტო 25-ლარიან პაკეტს აუქმებს - ტარიფები ძვირდება
5 მითი გასახურებელი თამბაქოს შესახებ