04.სექტემბერი .2020 13:29

ციტრუსის დაზღვევა - ანაზღაურება ზარალისთანავე

views 192
უკან

ალდაგში ციტრუსის დაზღვევის სეზონი დაიწყო. ფერმერებს, რომლებსაც აქვთ ციტრუსის ბაღები, შეუძლიათ მოსავალი ალდაგში დააზღვიონ და ანაზღაურება ზარალის დადგომიდან უახლოესი დღეების განმავლობაში მიიღონ.

ალდაგი ერთადერთი სადაზღვევო კომპანიაა საქართველოში, რომელიც ფერმერებს ზარალს მისი დადგომისთანავე უნაზღაურებს. ციტრუსი კი ერთადერთი კულტურაა, რომელსაც ალდაგი სამივე რისკისგან - ქარიშხლის, ყინვისა და სეტყვისგან აზღვევს.

ამასთან, ალდაგისა და კრედო ბანკის თანამშრომლობით, ციტრუსის ბაღების მფლობელები დაზღვევას განვადებით მიიღებენ და მოქნილი გრაფიკით შეძლებენ დაზღვევის თანხის გადახდას.

“ფერმერებს, რომლებსაც აჭარასა და გურიაში ციტრუსის ბაღები აქვთ გაშენებული, ყინვის, ქარიშხლისა და სეტყვისგან დაზღვევა აუცილებლად სჭირდებათ, რადგან შემოდგომის პერიოდში ციტრუსის დაზიანების რისკი საკმაოდ მაღალია. ამიტომ ვითვალისწინებთ ყველა შესაძლო რისკს და ფერმერებს მაქსიმალურ კომფორტს ვუქმნით, იმისათვის, რომ მათ, ერთი მხრივ, განვადებით მიიღონ პროდუქტი და მეორე მხრივ, უპრეცედენტოდ სწრაფადვე აინაზღაურონ დამდგარი ზიანი,“- აცხადებს ალდაგის აგროდაზღვევის მიმართულების კოორდინატორი, ივანე ბუჯიაშვილი.

აგროდაზღვევის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, დაზღვევის საფასურის 70%-ის სუბსიდირებას სახელმწიფო უზრუნველყოფს, ამიტომ ციტრუსოვანთა დაზღვევა საკმაოდ შეღავათიან ფასად შეიძლება.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა